Baby Bag

როდემდე გაგრძელდება ყინვები? - გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი

როდემდე გაგრძელდება ყინვები? - გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ​10-11 თებერვალს საქართველოში უნალექო ამინდი და ღამის საათებში ძლიერი ყინვებია მოსალოდნელი. კოლხეთის დაბლობზე ღამის საათებში ჰაერის ტემპერატურის -5,-8 გრადუსამდე მოსალოდნელი დაწევა საშიშია ციტრუსოვანი კულტურებისთვის.

12 თებერვალს დღის მეორე ნახევრიდან 13 თებერვლის დილამდე დასავლეთ საქართველოში და აღმოსავლეთ საქართველოს დასავლეთ ნაწილში კვლავ მოსალოდნელია ნალექი, მთაში და მაღალმთაში თოვლის სახით, ზოგან ძლიერი, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი, მაღალმთაში ზოგან ნისლი, ქარბუქი და ზვავსაშიშროება. აღნიშნულ დღეებში საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყინვები შედარებით შესუსტდება.

შეიძლება დაინტერესდეთ

,,ამაზე სასტიკი ზაფხული არ მახსენდება'' - ნანუკა ჟორჟოლიანი შატილის გზაზე მომხდარ უბედურ შემთხვევას ეხმიანება

,,ამაზე სასტიკი ზაფხული არ მახსენდება'' - ნანუკა ჟორჟოლიანი შატილის გზაზე მომხდარ უბედურ შემთხვევას ეხმიანება

,,როგორც ჩანს უმრავლესობა ერთმანეთს იცნობდა, ფოტოებს ვათვალიერებ ახლა. 25,23 წლის გოგოები. ლაღები, ბედნიერები, ფერადები. არც კი მინდა წარმოვიდგინო მათი ოჯახის წევრების ტანჯვა. განსაკუთრებით იმ ოჯახის, ერთი შვილი რომ ადგილზე გარდაეცვალა და მეორე კომაში ყავს. ამაზე სასტიკი ზაფხული არ მახსენდება,'' - აღნიშნავს ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში. 

წაიკითხეთ სრულად