Baby Bag

ზამთრის სეზონზე H1N1-ის ვირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

ზამთრის სეზონზე H1N1-ის ვირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში ზამთრის სეზონზე H1N1-ის ვირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრში აცხადებენ, A ტიპის ვირუსის გარდა უკვე ცირკულირებს B ტიპის ვირუსები, რომლებიც შედარებით მსუბუქი სიმტპომატიკით ხასიათდება.

A ტიპის გრიპის ვირუსის H1N1-ის შტამით ინფიცირების შემთხვევა ბათუმში გამოვლინდა და პაციენტი მოზარდია. H2N3 კი თბილისში, მცირეწლოვანს დაუფიქსირდა. ამჟამად ორივე პაციენტი თავს კარგად გრძნობს. 

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის თქმით, სეზონური გრიპის შემთხვევები ერთეულია და გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს რამდენჯერმე ჩამორჩება.

შეიძლება დაინტერესდეთ

,,ის ტრაგიკული შემთხვევები, რაც თითო ოროლა არის, სამწუხაროდ გაცილებით მეტი იქნება''

,,ის ტრაგიკული შემთხვევები, რაც თითო ოროლა არის, სამწუხაროდ გაცილებით მეტი იქნება''

,,კორონავირუსით გამოწვეული ტრაგიკული შემთხვევები, რომელიც ქვეყანაში თითო-ოროლაა, გაიზრდება, თუ მოსახლეობა რეკომენდაციებს არ დაიცავს'' - აღნიშნულის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. 

მისი თქმით, ვერც ერთ სისტემა ვერ გაუძლებს ერთად ბევრ ავადმყოფს:

„რაღა ვთქვა აღარ ვიცი, რადგან თებერვლიდან მოყოლებული ვიმეორებ და დღეს არის მართლა ის მომენტი, როცა თითოეულ ჩვენთაგანზეა დამოკიდებული. თუ თითოეული ჩვენთაგანი არ შევიტანთ სულ პატარა წვლილს, რომ პირბადით ვიაროთ ყველგან, ერთმანეთისგან დისტანციას დავიცავთ, დამერწმუნეთ, არაფერი არ გააჩერებს კორონას. ის ტრაგიკული შემთხვევები, რაც თითო ოროლა არის, სამწუხაროდ გაცილებით მეტი იქნება. ჯერ კორონას წინააღმდეგ არაფერი სხვა არ მოუგონია კაცობრიობას, გარდა ორი რამისა - ნიღაბი და დისტანცია. ამას დავიცავთ, კორონა გავრცელდება იქნება იმდენი, რომ მისი მოვლა სისტემას შეეძლება, თუ არადა, ვერც ერთ სისტემა ვერ გაუძლებს ერთად ბევრ ავადმყოფს“, - აღნიშნა პაატა იმნაძემ.

წაიკითხეთ სრულად