Baby Bag

გთხოვთ, გაავრცელოთ აღნიშნული ინფორმაცია - ზაჰესის დასახლებაში დაკარგული სამი წლის ბავშვი ნაპოვნია

გთხოვთ, გაავრცელოთ აღნიშნული ინფორმაცია - ზაჰესის დასახლებაში დაკარგული სამი წლის ბავშვი ნაპოვნია

ინტერნეტსივრცეში დღემდე აქტიურად აზიარებენ სამი წლის ბავშვის დაკარგვის ამბავს. შემთხვევა 5 თვის წინ მოხდა და ზაჰესის დასახლებაში დაკარგული ბიჭი სამართალდამცავებმა იმავე დღეს, 4-საათიანი ძებნის შემდეგ იპოვეს. 

მცირეწლოვან ბავშვს ოჯახის წევრები დილიდან ეძებდნენ. ბავშვი დედასთან ერთად მაღაზიაში იყო, რა დროსაც მოულოდნელად გაუჩინარდა. 3 წლის ბიჭის სამძებრო სამუშაოებში დილიდან ჩართული იყვნენ სამართალდამცველები.

რადგან სოციალურ ქსელებში ისევ აქტიურად მიმდინარეობდა ძველი ინფორმაციის (ბავშვის დაკარგვის შესახებ) ინტენსიური გადაზიარება, ​Moms.ge-მ საჭიროდ ჩათვალა, აღნიშნულ თემას გამოხმაურებოდა და საზოგადოებისთვის ​კიდევ ერთხელ მიეწოდებინა ინფორმაცია, რომ აღნიშნული შემთხვევა 5 თვის წინ მოხდა და ბავშვი იმავე დღეს იპოვეს. 

შეიძლება დაინტერესდეთ

,,დიაგნოზის დასმის შემდეგ ზოგს მაინც არ სჯერა კორონავირუსის არსებობის, ეს არის საოცრება''

,,დიაგნოზის დასმის შემდეგ ზოგს მაინც არ სჯერა კორონავირუსის არსებობის, ეს არის საოცრება'' - აღნიშნულის შესახებ ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა ,,იმედის დილის" ეთერში განაცხადა. 

„ზაფხულში ცოტა ზედმეტი სიმშვიდე დაგვეუფლა, თითქოს ადამიანებმა დაიჯერეს, რომ კორონა ჩვენგან შორის იყო. ეს პარადოქსულია, გაოცებული ვუყურებ და ვკითხულობ სოციალურ ქსელში უამრავი პოსტი დევს, ხალხს ვირუსის არსებობის არ სჯერა. ასეთ ადამიანებს ათასჯერ უნდა ვუთხრათ, რომ ნუ ეხუმრებიან ამ დაავადებას, როგორ შეიძლება დღეს იმაზე ლაპარაკი, რომ კორონა არ არსებობს. უკვე აღარ არსებობს ოჯახი, სამეზობლო ან მეგობარი, რომ კორონა არ ჰქონდეს. დიაგნოზის დასმის შემდეგ ზოგს არ სჯერა ამ ვირუსის არსებობის, ეს არის საოცრება“, - დასძინა მაია ბუწაშვილმა. 

წაიკითხეთ სრულად