Baby Bag

ცოლად შერთვის მიზნით მოტაცებისთვის ორი პირი დააკავეს

ცოლად შერთვის მიზნით მოტაცებისთვის ორი პირი დააკავეს

პოლიციამ 19 წლის გოგონას ცოლად შერთვის მიზნით თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ბრალდებით ორი პირი დააკავა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1990 წელს დაბადებული ფ.ა. და 1991 წელს დაბადებული ი.ა. თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ფ.ა.-მ, თანამზრახველთან - ი.ა.-სთან ერთად, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ თაზაქენდში, ცოლად შერთვის მიზნით, თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა ამავე სოფლის მკვიდრს - 2000 წელს დაბადებულ ბ.გ.-ს და ავტომანქანით მარნეულის მიმართულებით წაიყვანა.

სოფელ ქეშალო-2-ში მისვლისას, ბ.გ.-მ გაქცევა შეძლო, ფ.ა. და ი.ა. კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

სამართალდამცველებმა, ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორივე ბრალდებული მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისში დააკავეს.

წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

შეიძლება დაინტერესდეთ

,,ასეთი რამ 20 წელიწადში ერთხელ ხდება - აანთეთ სანთლები, ჩაუთქვით სურვილები''

,,ასეთი რამ 20 წელიწადში ერთხელ ხდება - აანთეთ სანთლები, ჩაუთქვით სურვილები''

,,დღეს საკრალური დღეა, ახალი, მერწყულების ეპოქა იწყება და 2160 წლი გასტანს იგი. საღამოს 21 საათსა და 12 წუთზე იუპიტერი და სატურნი, ორი ყველაზე დიდი პლანეტა ხვდება ერთმანეთს და იწყება ახალი ერა,'' - აღნიშნულის შესახებ ასტროლოგმა მიხეილ ცაგარელმა ,,იმედის დილის'' ეთერში ისაუბრა.

მისი თქმით, ასეთი რამ 20 წელიწადში ერთხელ ხდება და უნდა აანთოთ სანთლები, ჩაუთქვათ სურვილები.

მოისმინეთ კვირის ასტროლოგიური პროგნოზი დეტალურად მიხეილ ცაგარელისაგან ☝️

წაიკითხეთ სრულად