Baby Bag

12 წლამდე ბავშვისთვის მანქანის სავარძელი შეიძლება, სავალდებულო გახდეს

12 წლამდე ბავშვისთვის მანქანის სავარძელი შეიძლება, სავალდებულო გახდეს

საქართველოს პარლამენტს წარედგინა კანონპროექტი, რომლის მიხედვით, საბავშვო სავარძლების გამოყენება მანქანებში სავალებულო უნდა გახდეს.

შესაბამისი კანონპროექტი დამოუკიდებელმა დეპუტატებმა ეკა ბესელიამ და ზვიად კვაჭანტირაძემ შეიმუშავეს.

კანონპროექტის მიხედვით, 12 წლამდე და 135 სანტიმეტრამდე ბავშვის მსუბუქი ავტომობილის უკანა სავარძლით გადაყვანისას გამოყენებულ უნდა იქნეს სპეციალური საბავშვო ეტლი, სავარძელი ან დამჭერი მოწყობილობა, რომელიც შეესაბამება ბავშვის სიმაღლესა და წონას. რეგულაციები არ გავრცელდება საზოგადოებრივ ტრანსპორტზე.

როგორც ინიციატორები აღნიშნავენ, საქართველოში საგზაო უსაფრთხოების პრობლემა საკმაოდ თვალშისაცემია, რასაც ადასტურებს ბოლო წლებში გახშირებული ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად დაზარალებულთა რაოდენობის მკვეთრი ზრდის მაჩვენებელი.

ინიციატორების თქმით, ცვლილებები სრულ შესაბამისობაშია ევროკავშირის კანონმდებლობასთან.

შეიძლება დაინტერესდეთ

დღეს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა - ნახეთ რა აქტივობებია დაგეგმილი

დღეს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა - ნახეთ რა აქტივობებია დაგეგმილი

1 ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა. ეს დღე პირველად 1949 წელს აღინიშნა, თუმცა საუბარი მისი დაწესების შესახებ ჯერ კიდევ ჟენევის საერთაშორისო კონფერენციაზე, 1925 წელს ბავშვთა დაცვისა და კეთილდღეობის შესახებ საკითხებზე მსჯელობისას დაიწყო.

ნახეთ ​1 ივნისის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობების კალენდარი ბმულზე - ​აქტივობები 

წაიკითხეთ სრულად