Baby Bag

12 წლამდე ბავშვისთვის მანქანის სავარძელი შეიძლება, სავალდებულო გახდეს

12 წლამდე ბავშვისთვის მანქანის სავარძელი შეიძლება, სავალდებულო გახდეს

საქართველოს პარლამენტს წარედგინა კანონპროექტი, რომლის მიხედვით, საბავშვო სავარძლების გამოყენება მანქანებში სავალებულო უნდა გახდეს.

შესაბამისი კანონპროექტი დამოუკიდებელმა დეპუტატებმა ეკა ბესელიამ და ზვიად კვაჭანტირაძემ შეიმუშავეს.

კანონპროექტის მიხედვით, 12 წლამდე და 135 სანტიმეტრამდე ბავშვის მსუბუქი ავტომობილის უკანა სავარძლით გადაყვანისას გამოყენებულ უნდა იქნეს სპეციალური საბავშვო ეტლი, სავარძელი ან დამჭერი მოწყობილობა, რომელიც შეესაბამება ბავშვის სიმაღლესა და წონას. რეგულაციები არ გავრცელდება საზოგადოებრივ ტრანსპორტზე.

როგორც ინიციატორები აღნიშნავენ, საქართველოში საგზაო უსაფრთხოების პრობლემა საკმაოდ თვალშისაცემია, რასაც ადასტურებს ბოლო წლებში გახშირებული ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად დაზარალებულთა რაოდენობის მკვეთრი ზრდის მაჩვენებელი.

ინიციატორების თქმით, ცვლილებები სრულ შესაბამისობაშია ევროკავშირის კანონმდებლობასთან.

შეიძლება დაინტერესდეთ

,,კორონავირუსის წინააღმდეგ შეიძლება, ახალი მედიკამენტი დამკვიდრდეს'' - გიორგი ღოღობერიძე დამაიმედებელი ინფორმაციით

,,კორონავირუსის წინააღმდეგ შეიძლება, ახალი მედიკამენტი დამკვიდრდეს'' - გიორგი ღოღობერიძე დამაიმედებელი ინფორმაციით

კორონავირუსის საწინააღმდეგო ახალ მედიკამენტზე ექიმი რეზიდენტი გიორგი ღოღობერიძე საუბრობს. 

მისი თქმით, ახალი მედიკამენტი თელ-ავივის კლინიკაში დაიტესტა და კვლევის პირველი ფაზა გაიარა. წამალი განკუთვნილი იქნება საშუალო და მძიმე პაციენტებისთვის. წინასწარი ინფორმაციით, აღნიშნული პრეპარატით კოვიდის გართულებების თავიდან აცილება იქნება შესაძლებელი. 

ნახეთ ვიდეო ☝️

წაიკითხეთ სრულად