Baby Bag

12 წლამდე ბავშვისთვის მანქანის სავარძელი შეიძლება, სავალდებულო გახდეს

12 წლამდე ბავშვისთვის მანქანის სავარძელი შეიძლება, სავალდებულო გახდეს

საქართველოს პარლამენტს წარედგინა კანონპროექტი, რომლის მიხედვით, საბავშვო სავარძლების გამოყენება მანქანებში სავალებულო უნდა გახდეს.

შესაბამისი კანონპროექტი დამოუკიდებელმა დეპუტატებმა ეკა ბესელიამ და ზვიად კვაჭანტირაძემ შეიმუშავეს.

კანონპროექტის მიხედვით, 12 წლამდე და 135 სანტიმეტრამდე ბავშვის მსუბუქი ავტომობილის უკანა სავარძლით გადაყვანისას გამოყენებულ უნდა იქნეს სპეციალური საბავშვო ეტლი, სავარძელი ან დამჭერი მოწყობილობა, რომელიც შეესაბამება ბავშვის სიმაღლესა და წონას. რეგულაციები არ გავრცელდება საზოგადოებრივ ტრანსპორტზე.

როგორც ინიციატორები აღნიშნავენ, საქართველოში საგზაო უსაფრთხოების პრობლემა საკმაოდ თვალშისაცემია, რასაც ადასტურებს ბოლო წლებში გახშირებული ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად დაზარალებულთა რაოდენობის მკვეთრი ზრდის მაჩვენებელი.

ინიციატორების თქმით, ცვლილებები სრულ შესაბამისობაშია ევროკავშირის კანონმდებლობასთან.

შეიძლება დაინტერესდეთ

პენსიონრები, რომლებიც 1-ლ იანვრამდე კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრას ჩაიტარებენ, ერთჯერადად, 200-ლარიან საპენსიო დანამატს მიიღებენ

პენსიონრები, რომლებიც 1-ლ იანვრამდე კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრას ჩაიტარებენ, ერთჯერადად, 200-ლარიან საპენსიო დანამატს მიიღებენ

პენსიონერი, რომელიც 1-ლ იანვრამდე კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრას ჩაიტარებს, ერთჯერადად, 200-ლარიან საპენსიო დანამატს მიიღებს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, საპენსიო დანამატი გაიცემა აცრის პირველი დოზის მიღების შემდეგ.

„დღეიდან 200-ლარიან ერთჯერად საპენსიო დანამატს მიიღებს თითოეული პენსიონერი, რომელიც ვაქიანაციას 1-ლ იანვრამდე ჩაიტარებს. დანამატი გაიცება პირველი აცრის გაკეთების შემდეგ“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

წაიკითხეთ სრულად