Baby Bag

ქუთაისში, სამეცნიერო პიკნიკზე, 5 ბავშვი კოლბის აფეთქების შედეგად დაშავდა

ქუთაისში, სამეცნიერო პიკნიკზე, 5 ბავშვი კოლბის აფეთქების შედეგად დაშავდა

ქუთაისში, სამეცნიერო პიკნიკზე, 5 ბავშვი კოლბის აფეთქების შედეგად დაშავდა - ინფორმაციას ​მეგა TV ავრცელებს. 

აღნიშული ფაქტი ქუთაისის 33-ე საჯარო სკოლის კარავში ქიმიური ცდების ჩვენებების დროს მოხდა. როგორც თვითმხილველები აცხადებენ, მათ ექსპერიმენტის დროს კოლბა აუფეთქდათ. მოსწავლეებმა ნაკაწრების სახით დაზიანებები მიიღეს. 

გამოძიება სისხლის სამართლის 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

დაშავებული ბავშვების დასახმარებლად ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო ბრიგადა.

სამეცნიერო პიკნიკი ქუთაისის ცენტრალურ ბაღში დღეს 13:00 საათზე დაიწყო.

შეიძლება დაინტერესდეთ

უკრაინელ ტელეწამყვანს პირდაპირ ეთერში კბილი მოძვრა

უკრაინელ ტელეწამყვანს მარიჩკა პადალკოს პირდაპირ ეთერში კბილი მოძვრა. თუმცა ამან სულაც არ დააბნია, მომძვრალი კბილი ხელში ოსტატურად დამალა და ახალი ამბების კითხვა განაგრძო.

წაიკითხეთ სრულად