Baby Bag

MomsEdu.ge დედებისთვის ახალ სივრცესა და შესაძლებლობებს ქმნის

MomsEdu.ge დედებისთვის ახალ სივრცესა და შესაძლებლობებს ქმნის

მედიაპორტალი  ​MomsEdu​.ge  ქალებისთვის სოციალურ ქსელში ახალ სივრცეს ქმნის, სადაც ყველაზე მცოდნე დედები მოიყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა -  ​​„მცოდნე დე​დების ჯგუფი“ .

ჩვენი მიზანია,  შევქმნათ საინფორმაციო სივრცე, სადაც ისეთ აქტუალურ თემებზე, როგორიცაა - ორსულობა, შვილის აღზრდა, ბავშვთა  და მოზარდთა ფსიქოლოგია, კვება და ა.შ. მიიღებთ კომპეტენტურ პასუხებს, გაეცნობით უახლეს კვლევებს, რომლებიც გაცნობიერებული და სწორი გადაწყვეტილებების მიღების საშუალებას მოგცემთ. ასევე, ჯგუფის საშუალებით, ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას  გაუზიარებთ.

ყველა დედას შვილისთვის საუკეთესო უნდა. ამაში კი ჩვენი ჯგუფი დაგეხმარებათ.   ცოდნა, რომელსაც ამ ჯგუფში შეიძენთ, ყველაზე რთულ პროფესიას - ,,დედობას “ მარტივად აგათვისებინებთ.

შემოგვიერთდი 👇

„მცოდნე დედების ჯგუფი“  💜

შეიძლება დაინტერესდეთ

,,თუ მსგავსი რაღაც თქვენც ხშირად გემართებათ, მაშინ დაიმახსოვრეთ...''

,,თუ მსგავსი რაღაც თქვენც ხშირად გემართებათ, მაშინ დაიმახსოვრეთ...''

თუ წამოდგომისას გაქვთ შეგრძნება, თითქოს გული გივარდებათ, მაშინ მოუსმინეთ ექიმ-რეზიდენტ გიორგი ღოღობერიძეს. 

მისი თქმით, მსგავი რამ მათ ემართებათ, ვისაც ბევრი ტკბილეულის ჭამა უყვარს. გარდა ამისა, მსგავს მდგომარეობას გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი იწვევს, რაც გოგოებში უფრო ხშირია. ასევე ანემიის, ფარისებრი ჯირკვლის მომატებული ფუნქციონირების დროს, კორონავირუსის, წყლის ნაკლებობის, დიდი რაოდენობით საკვების მიღება დროს შეიძლება, ადამიანს დაემართოს მსგავსი რამ. 

სხვა მიზეზების გასაგებად, ნახეთ ვიდეო ☝️

წაიკითხეთ სრულად