თბილისის მერის, კახა კალაძისა და დიზაინერ ანუკი არეშიძის მეოთხე შვილი, ნიკოლა კალაძე 1 წლის გახდა.
დედაქალაქის მერი შვილს დაბადების დღეს ინსტაგრამზე ემოციური პოსტით ულოცავს და ნიკოლასთან ერთად გადაღებულ სურათებს აქვეყნებს.
,,დაბადების დღეს გილოცავ, ჩემო პატარა კაცო! შენ დაიპყარი ჩემი გული! სიცოცხლეზე მეტად მიყვარხარ!" - წერს კახა კალაძე.