Baby Bag

ბათუმში ახალშობილი ცალი თვალით დაიბადა

ბათუმში ახალშობილი ცალი თვალით დაიბადა

ბათუმში ახალშობილი ცალი თვალით დაიბადა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ​TV 25 ავრცელებს. 

ოჯახის წევრების თქმით, ბავშვი ოთხი დღის წინ გაჩნდა, თუმცა დეფექტის შესახებ ინფორმაცია მათთვის მოგვიანებით გახდა ცნობილი. პაციენტის ახლობლები იმ ექიმის პასუხისმგებლობის დასმას ითხოვენ, რომელმაც მათი მტკიცებით, ახალშობილის ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია დამალა.

აღნიშნული ფაქტის გამო, ბათუმის სამედიცინო ცენტრ „ბი ემ სის“ ტერიტორიაზე ერთმანეთს ფიზიკურად პაციენტის ახლობლები და პერსონალი დაუპირისპირდნენ. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ პაციენტის ახლობლებსა და ექიმებს შორის მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. 

შეიძლება დაინტერესდეთ

რა ვიცით ასტრაზენეკას გვერდითი მოვლენების შესახებ?

რა ვიცით ასტრაზენეკას გვერდითი მოვლენების შესახებ?

რა ვიცით ასტრაზენეკას გვერდითი მოვლენების შესახებ? - აღნიშნულ თემაზე ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი ნანა გეგეჭკორი საუბრობს. 

მისი თქმით, ამ ეტაპზე საქართველოში რომ იყოს, აუცილებლად გაიკეთებდა ასტრაზენეკას ვაქცინას. 

ნახეთ ვიდეო☝️

წაიკითხეთ სრულად