Baby Bag

ბათუმში ახალშობილი ცალი თვალით დაიბადა

ბათუმში ახალშობილი ცალი თვალით დაიბადა

ბათუმში ახალშობილი ცალი თვალით დაიბადა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ​TV 25 ავრცელებს. 

ოჯახის წევრების თქმით, ბავშვი ოთხი დღის წინ გაჩნდა, თუმცა დეფექტის შესახებ ინფორმაცია მათთვის მოგვიანებით გახდა ცნობილი. პაციენტის ახლობლები იმ ექიმის პასუხისმგებლობის დასმას ითხოვენ, რომელმაც მათი მტკიცებით, ახალშობილის ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია დამალა.

აღნიშნული ფაქტის გამო, ბათუმის სამედიცინო ცენტრ „ბი ემ სის“ ტერიტორიაზე ერთმანეთს ფიზიკურად პაციენტის ახლობლები და პერსონალი დაუპირისპირდნენ. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ პაციენტის ახლობლებსა და ექიმებს შორის მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. 

შეიძლება დაინტერესდეთ

ლატარია მათთვის, ვინც ვაქცინას გაიკეთებს - დეტალები

ლატარია მათთვის, ვინც ვაქცინას გაიკეთებს - დეტალები

საკოორდიაციო საბჭოს გადაწყვეტილებით ადამიანები, რომლებიც კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინას გაიკეთებენ, ლატარიაში მონაწილეობის საშუალება ეძლევათ. 

,,ჯამური საპრიზო ფონდი შეადგენს 2 მლნ. 800 ათას ლარს. ლატარია გათამაშდება ყოველდღიურად, გარდა ამისა იქნება კვირაში ერთხელ შემაჯამებელი გათამაშება. ასევე იქნება წლის ბოლოს დამატებითი შემაჯამებელი გათამაშება და მისი საპრიზო ფონდი 100 ათასი ლარი იქნება. ყოველდღიურად გათამაშდება 100 და 500 ლარი. ყოველკვირეულად გათამაშდება 1000, 1500, 5000 და 10 000 ლარი,'' - აღნიშნა უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ. 

კიდევ უფრო მეტ დეტალს ლატარიის კომპანიისგან შეიტყობს მოსახლეობა. 

წაიკითხეთ სრულად