Baby Bag

ბათუმში ახალშობილი ცალი თვალით დაიბადა

ბათუმში ახალშობილი ცალი თვალით დაიბადა

ბათუმში ახალშობილი ცალი თვალით დაიბადა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ​TV 25 ავრცელებს. 

ოჯახის წევრების თქმით, ბავშვი ოთხი დღის წინ გაჩნდა, თუმცა დეფექტის შესახებ ინფორმაცია მათთვის მოგვიანებით გახდა ცნობილი. პაციენტის ახლობლები იმ ექიმის პასუხისმგებლობის დასმას ითხოვენ, რომელმაც მათი მტკიცებით, ახალშობილის ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია დამალა.

აღნიშნული ფაქტის გამო, ბათუმის სამედიცინო ცენტრ „ბი ემ სის“ ტერიტორიაზე ერთმანეთს ფიზიკურად პაციენტის ახლობლები და პერსონალი დაუპირისპირდნენ. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ პაციენტის ახლობლებსა და ექიმებს შორის მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. 

შეიძლება დაინტერესდეთ

,,კოვიდის მე-4 ტალღა საქართველოში არ დამთავრებულა'' - გიორგი ფხაკაძე მე-5 ტალღის დაწყებაზე პროგნოზს აკეთებს

,,კოვიდის მე-4 ტალღა საქართველოში არ დამთავრებულა'' - გიორგი ფხაკაძე მე-5 ტალღის დაწყებაზე პროგნოზს აკეთებს
პროფესორი გიორგი ფხაკაძე კორონავირუსის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. მისი თქმით, საქართველოში მე-4 ტალღა ჯერ არ დასრულებულა:

,,კოვიდის მე-4 ტალღა საქართველოში არ დამთავრებულა, საქართველოში მე-5 ტალღა ზამთრის შუა რიცხვებში იქნება.

არაპროფესიონალიზმი ყველა სფეროში და, განსაკუთრებით, ჯანდაცვის/ეპიდემიის მართვის სფეროში მდგომარეობას ყოველდღიურად ამძიმებს.

არჩევნების გამო ქვეყანაში შესაბამისი ზომები და გადაწყვეტილებები არ იქნა მიღებული.

შედეგი სახეზეა, დღეს კოვიდაფეთქებაა. მხოლოდ თბილისში, სტატისტიკის თანახმად,, 40 ბაღი, 7 სკოლა და ცალკეული 90 კლასი დაიხურა.

არაპროფესიონალიზმი კლავს.

ქვეყანა უნდა გადავიდეს ფაიზერი/ბიონტეკის ვაქიცინაზე.

ქვეყნის ვაქცინაციის გეგმა უნდა შეიცვალოს და მოზრდილი (16 წლის ზევით) მოსახლეობის მინიმუმ 90% უნდა აიცრას.

ყველაფერი შესაძლებელია, თუ ამის სურვილი იქნება,'' - აღნიშნავს გიორგი ფხაკაძე. 
წაიკითხეთ სრულად