Baby Bag

ბათუმში ახალშობილი ცალი თვალით დაიბადა

ბათუმში ახალშობილი ცალი თვალით დაიბადა

ბათუმში ახალშობილი ცალი თვალით დაიბადა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ​TV 25 ავრცელებს. 

ოჯახის წევრების თქმით, ბავშვი ოთხი დღის წინ გაჩნდა, თუმცა დეფექტის შესახებ ინფორმაცია მათთვის მოგვიანებით გახდა ცნობილი. პაციენტის ახლობლები იმ ექიმის პასუხისმგებლობის დასმას ითხოვენ, რომელმაც მათი მტკიცებით, ახალშობილის ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია დამალა.

აღნიშნული ფაქტის გამო, ბათუმის სამედიცინო ცენტრ „ბი ემ სის“ ტერიტორიაზე ერთმანეთს ფიზიკურად პაციენტის ახლობლები და პერსონალი დაუპირისპირდნენ. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ პაციენტის ახლობლებსა და ექიმებს შორის მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. 

შეიძლება დაინტერესდეთ

ზამთრის სეზონზე H1N1-ის ვირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

ზამთრის სეზონზე H1N1-ის ვირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში ზამთრის სეზონზე H1N1-ის ვირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრში აცხადებენ, A ტიპის ვირუსის გარდა უკვე ცირკულირებს B ტიპის ვირუსები, რომლებიც შედარებით მსუბუქი სიმტპომატიკით ხასიათდება.

A ტიპის გრიპის ვირუსის H1N1-ის შტამით ინფიცირების შემთხვევა ბათუმში გამოვლინდა და პაციენტი მოზარდია. H2N3 კი თბილისში, მცირეწლოვანს დაუფიქსირდა. ამჟამად ორივე პაციენტი თავს კარგად გრძნობს. 

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის თქმით, სეზონური გრიპის შემთხვევები ერთეულია და გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს რამდენჯერმე ჩამორჩება.

წაიკითხეთ სრულად