მრავალი შემთხვევაა, როდესაც დედა ტოვებს ოჯახს და მიდის სამსახურში. სამსახური საჭიროა, მაგრამ პირველი შვილების აღზრდაა. ღმერთმა მოგცეთ ძალა, სიბრძნე. ღმერთმა ინებოს, რომ ყოველმა დედამ აღასრულოს თავისი ვალი, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საკვირაო ქადადებისას აღნიშნა.
მან მრევლს მარიამ მაგდალინელის დღესასწაული მიულოცა და დედის როლზე იქადაგა.
„დღეს ჩვენ ვფიქრობთ, დედის როლზე, დედის მნიშვნელობაზე. იმ დროს, როდესაც ჯვარს აცვეს მაცხოვარი, მოწაფეებმა დატოვეს უფალი, მარიამ მაგდალინელი მთელი დღე იდგა ჯვრის გვერდით და ის სიყვარული, რომელიც იყო მაცხოვარს, მარიამ მაგდალინელსა და მენებელსაცხებლე დედებს შორის, არის მაგალითი, თუ როგორ ერთგულად უნდა იმოღვაწეოს ყოველმა ქალმა, დედამ, დამ, როგორი დამოკიდებულება უნდა ჰქონდეს ეკლესიასთან, ოჯახთან. ჩვენ ვცხოვრობთ რთულ დროს, მრავალი შემთხვევაა, როდესაც დედა ტოვებს ოჯახს და მიდის სამსახურში, სამსახური საჭიროა, მაგრამ პირველი შვილების აღზრდაა. ღმერთმა ძალა მოგცეთ, ღმერთმა სიბრძნე მოგცეთ, ღმერთმა ინებოს, რომ ყოველმა დედამ თავისი ვალი აღასრულოს ღვთისა და სამშობლოს წინაშე. ჩვენთან არს ღმერთი“, - ბრძანა პატრიარქმა.