„გამარჯობა, გაიცანით იოანე ის მხოლოდ 3 წლის ბიჭუნაა სამეგრელოდან, კერძოდ ზუგდიდიდან, მას ჰყავს მშობლები და უმცროსი ძმა.
ეს ყველაფერი დაბადებისთანავე დაიწყო, აქვს აპერტის სინდრომი, ოთხივე კიდურის სინდაქტილია (ძვლების არასრული ჩამოყალიბება) და ასევე კრანიოსინოსტოზი, (თავის ძვლის არასწორი შეხორცება) რომელიც საჭიროებს სასწრაფო ოპერაციას თურქეთში აჯიბადენის კლინიკაში.
ოპერაცია დიდ თანხებთანაა დაკავშირებული კერძოდ, 22,800 EUR. ოპერაცია უნდა გაკეტდეს 5 წლამდე, სანამ ტვინი დაიწყებს ზრდას, თუ მანამდე ვერ გაკეთდა დაეწყება გაუსაძლისი ტკივილები რაც შეიძლება ძალიან ცუდად დამთავრდეს. თქვენი შემოწირულობები დაეხმარება იოანეს დაასრულოს საჭირო ეტაპები და საბოლოოდ გამოჯანმრთელდეს. იოანეს მშობლებისთვის ძალზე რთული გადაწყვეტილებაა დახმარების თხოვნა, შვილის სიცოცხლის გადარჩენისთვის ბრძოლაში. თუნდაც მცირედი, ერთი ლარიც კი მნიშნველოვანი დახმარება იქნება. მადლობა წინასწარ ყველას.
თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია საბანკო ანგარიშზე GE65BG0000000161351283 მიმღებია: ალექსი ხარებავა
ასევე შეგიძლიათ დარეკოთ ნომერზე 0901701502 1 ზარის ღირებულება ერთი ლარია, ზარი ხელმისაწდომია მხოლოდ მაგთის და ბილაინის აბონენტებისთვის.
თხოვნა იქნება ყველამ გააზიაროთ.“
აღნიშნულ პოსტს ფეისბუქზე იოანეს დედა ავრცელებს.