Baby Bag

განათლების მინისტრის მოადგილე ბანერის დაცემას შემთხვევით გადაურჩა - ვიდეო

განათლების მინისტრის მოადგილე ბანერის დაცემას შემთხვევით გადაურჩა - ვიდეო

დღეს, ბათუმში, კავკასიის უნივერსიტეტის ახალი კამპუსისა და სკოლის მშენებლობის პრეზენტაციაზე, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილის, ირინა აბულაძის სიტყვით გამოსვლისას, ბანერი ჩამოვარდა. 

ინციდენტის შედეგად მინისტრის მოადგილე არ დაშავებულა. ჩამოვარდნილი ბანერი, რომელზეც მომავალი კამპუსის შენობა იყო გამოსახული, პრეზენტაციის მონაწილეებმა გაასწორეს.

ირინა აბულაძემ ინციდენტი წარმატების ნიშნად მიიჩნია. შემთხვევიდან რამდენიმე წუთში მინისტრის მოადგილე ტრიბუნასთან დაბრუნდა და თქვა:

„ეს მივიღოთ, როგორც ნიშანი იმისა, რომ ეს პროექტი იქნება ძალიან წარმატებული, იმიტომ, რომ ერთობლივი შრომითა და ძალისხმევით ჩვენ ყველაფერს მივაღწევთ, გვიგულეთ თქვენ გვერდით“, - განაცხადა მან.

შეიძლება დაინტერესდეთ

კორონავირუსის გამოვლენის ფაზა შემოკლდა - დაავადების სიმპტომები მესამე-მეოთხე დღეს ვლინდება

კორონავირუსის გამოვლენის ფაზა შემოკლდა - დაავადების სიმპტომები მესამე-მეოთხე დღეს ვლინდება

კორონავირუსის გამოვლენის ფაზა შემოკლდა - დაავადების სიმპტომები მესამე-მეოთხე დღეს ვლინდება - აღიშნულის შესახებ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში ​„პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ თერაპევტმა ხათუნა ნუცუბიძემ განაცხადა. 

ნახეთ ვიდეო ☝️

წაიკითხეთ სრულად