Baby Bag

განათლების მინისტრის მოადგილე ბანერის დაცემას შემთხვევით გადაურჩა - ვიდეო

განათლების მინისტრის მოადგილე ბანერის დაცემას შემთხვევით გადაურჩა - ვიდეო

დღეს, ბათუმში, კავკასიის უნივერსიტეტის ახალი კამპუსისა და სკოლის მშენებლობის პრეზენტაციაზე, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილის, ირინა აბულაძის სიტყვით გამოსვლისას, ბანერი ჩამოვარდა. 

ინციდენტის შედეგად მინისტრის მოადგილე არ დაშავებულა. ჩამოვარდნილი ბანერი, რომელზეც მომავალი კამპუსის შენობა იყო გამოსახული, პრეზენტაციის მონაწილეებმა გაასწორეს.

ირინა აბულაძემ ინციდენტი წარმატების ნიშნად მიიჩნია. შემთხვევიდან რამდენიმე წუთში მინისტრის მოადგილე ტრიბუნასთან დაბრუნდა და თქვა:

„ეს მივიღოთ, როგორც ნიშანი იმისა, რომ ეს პროექტი იქნება ძალიან წარმატებული, იმიტომ, რომ ერთობლივი შრომითა და ძალისხმევით ჩვენ ყველაფერს მივაღწევთ, გვიგულეთ თქვენ გვერდით“, - განაცხადა მან.

შეიძლება დაინტერესდეთ

თენგიზ ცერცვაძე სახლში გაეწერა, მისი მდგომარეობა სტაბილურია

თენგიზ ცერცვაძე სახლში გაეწერა, მისი მდგომარეობა სტაბილურია
თენგიზ ცერცვაძე სტაციონარიდან სახლში გაეწერა, - ინფორმაციას ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრი ავრცელებს.

​„ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე კოვიდინფიცირებიდან მეთხუთმეტე დღეს სტაციონარიდან გაეწერა და უკვე სახლში იმყოფება.

​ბატონი თენგიზის მდგომარეობა სტაბილურია, თავს მხნედ გრძნობს და მადლობას უხდის ყველას ვინც ყურადღება გამოხატა“, - აღნიშნულია ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

​შეგახსენებთ, რომ თენგიზ ცერცვაძეს კორონავირუსი 17 ნოემბერს დაუდასტურდა, თავიდან იგი სახლში მკურნალობდა შემდეგ კი 
ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო კლინიკაში გადაიყვანეს.
წაიკითხეთ სრულად