Baby Bag

განათლების მინისტრის მოადგილე ბანერის დაცემას შემთხვევით გადაურჩა - ვიდეო

განათლების მინისტრის მოადგილე ბანერის დაცემას შემთხვევით გადაურჩა - ვიდეო

დღეს, ბათუმში, კავკასიის უნივერსიტეტის ახალი კამპუსისა და სკოლის მშენებლობის პრეზენტაციაზე, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილის, ირინა აბულაძის სიტყვით გამოსვლისას, ბანერი ჩამოვარდა. 

ინციდენტის შედეგად მინისტრის მოადგილე არ დაშავებულა. ჩამოვარდნილი ბანერი, რომელზეც მომავალი კამპუსის შენობა იყო გამოსახული, პრეზენტაციის მონაწილეებმა გაასწორეს.

ირინა აბულაძემ ინციდენტი წარმატების ნიშნად მიიჩნია. შემთხვევიდან რამდენიმე წუთში მინისტრის მოადგილე ტრიბუნასთან დაბრუნდა და თქვა:

„ეს მივიღოთ, როგორც ნიშანი იმისა, რომ ეს პროექტი იქნება ძალიან წარმატებული, იმიტომ, რომ ერთობლივი შრომითა და ძალისხმევით ჩვენ ყველაფერს მივაღწევთ, გვიგულეთ თქვენ გვერდით“, - განაცხადა მან.

შეიძლება დაინტერესდეთ

ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაის მეურნეობაში საჯარო სკოლა, საბავშვო ბაღი და ამბულატორია დაიწვა

ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაის მეურნეობაში საჯარო სკოლა, საბავშვო ბაღი და ამბულატორია დაიწვა

ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაის მეურნეობაში საჯარო სკოლა, საბავშვო ბაღი და ამბულატორია დაიწვა, - ინფორმაცის საზოგადოებრივი მაუწყებელი ​ავრცელებს.

ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია. სალიკვიდაციო სამუშაოებში შვიდი სახანძრო ავტომანქანა და 35 მაშველია ჩართული. დაწესებულებებიდან ევაკუაცია დროულად მოხერხდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი, სავარაუდოდ, ელექტროგაყვანილობა გახდა.

წაიკითხეთ სრულად