Baby Bag

სოფელ შინდისში 2 წლამდე ასაკის ბავშვმა თაგვის წამალი შეჭამა

სოფელ შინდისში 2 წლამდე ასაკის ბავშვმა თაგვის წამალი შეჭამა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისში ერთი წლისა და 10 თვის ბავშვმა თაგვის წამალი შეჭამა. გოგონა დედათა და ბავშვთა ცენტრ „იავნანაში“, რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. შემთხვევა გუშინ ღამე მოხდა. 

ექიმების განცხადებით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 

ოჯახის წევრების ინფორმაციით, თაგვის საწამლავი ბავშვებისთვის ხელმისაწვდომ ადგილზე არ იყო მოთავსებული, თუმცა გოგონამ სეირნობისას მაინც შენიშნა და რამდენიმე მარცვალი პირში ჩაიდო. მშობლის თქმით, დროულად შენიშნა მომხდარი და ბავშვს პირის ღრუ გაუსუფთავა.

შეიძლება დაინტერესდეთ

„სჯობს, შეცვალონ რიტორიკა და მიხედონ ავადმყოფებს! დავიღალეთ, მართლა დავიღალეთ!“ - პროდიუსერი ნატო დუმბაძე

„სჯობს, შეცვალონ რიტორიკა და მიხედონ ავადმყოფებს! დავიღალეთ, მართლა დავიღალეთ!“ - პროდიუსერი ნატო დუმბაძე

ცნობილი პროდიუსერი ნატო დუმბაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც ექიმების მხრიდან კოვიდ-19-ის გავრცელების გამო საზოგადოებაში შიშის დამკვიდრების მცდელობას აკრიტიკებს. ნატო დუმბაძის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

„დილიდან გვესმის ჩვენთვის საპატივცემულო ადამიანებისგან: ​ვერ გადავრჩებით, არ გადავრჩებით, რესურსი არ გვეყოფა, ეს მოხდება, ის მოხდება, ამოვწყდებით! კაცო,ეს დაფინანსება, გადამზადება, დრო, ხომ ყველაფერი გვქონდა და კიდევ გვაქვს, რომ მომზადებულები შევხვდეთ. არ მთავრდება ეს ტალღები,ეს ხომ იცოდნენ? ასეთი განცხადებები რას ემსახურება? ვის ემსახურება? ნუთუ დაშინება მთავარი იარაღია ვაქცინაციის? რა არის ეს, რანაირი განცხადებებია? ვისი ბრალია ანუ - ხალხის? ვთქვათ, დავარდა ვაქცინაციის მაჩვენებელი , ამისთვის ხომ უნდა ჰქონოდათ გეგმა B და არა ფსიქოლოგიური ტერორი!

დავიღალეთ!მართლა დავიღალეთ, ჯობია შეცვალონ რიტორიკა და მიხედონ ავადმყოფებს და მობილიზაცია გააკეთონ, ხალხის დასტრესვით აგრესია უფრო მატულობს, ვიდრე შიში!

ყველაზე დიდ უნდობლობას კი ის იწვევს ხან ერთს რომ გეუბნებიან ეთერ-ერთერ და ხან მეორეს უტიფრად!

ბრიტანეთის მაგალითს თუ ავიღებთ 50 000 დაინფიცირდა გუშინ,მაგრამ ამოწყვეტით არ ემუქრებიან ადამიანებს! გეყოთ!“ - აღნიშნა ნატო დუმბაძემ.

წაიკითხეთ სრულად