Baby Bag

სოფელ შინდისში 2 წლამდე ასაკის ბავშვმა თაგვის წამალი შეჭამა

სოფელ შინდისში 2 წლამდე ასაკის ბავშვმა თაგვის წამალი შეჭამა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისში ერთი წლისა და 10 თვის ბავშვმა თაგვის წამალი შეჭამა. გოგონა დედათა და ბავშვთა ცენტრ „იავნანაში“, რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. შემთხვევა გუშინ ღამე მოხდა. 

ექიმების განცხადებით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 

ოჯახის წევრების ინფორმაციით, თაგვის საწამლავი ბავშვებისთვის ხელმისაწვდომ ადგილზე არ იყო მოთავსებული, თუმცა გოგონამ სეირნობისას მაინც შენიშნა და რამდენიმე მარცვალი პირში ჩაიდო. მშობლის თქმით, დროულად შენიშნა მომხდარი და ბავშვს პირის ღრუ გაუსუფთავა.

შეიძლება დაინტერესდეთ

რამდენ ხანში უნდა გაიკეთოს კოვიდგადატანილმა ადამიანმა ვაქცინა და მოსახლეობის რამდენი პროცენტი უნდა აიცრას? - კითხვებს თენგიზ ცერცვაძე პასუხობს

რამდენ ხანში უნდა გაიკეთოს კოვიდგადატანილმა ადამიანმა ვაქცინა და მოსახლეობის რამდენი პროცენტი უნდა აიცრას? - კითხვებს თენგიზ ცერცვაძე პასუხობს

რამდენ ხანში უნდა გაიკეთოს კოვიდგადატანილმა ადამიანმა ვაქცინა და მოსახლეობის რამდენი პროცენტი უნდა აიცრას, რომ მშვიდი ცხოვრება გაგრძელდეს? - აღნიშნულ კითხვებს ​,,იმედის დღის'' ეთერში ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ უპასუხა. 

მისი თქმით, მოსახლეობის 60-65% უნდა აიცრას, რომ პანდემია შეჩერდეს. რაც შეეხება, კოვიდგადატანილი ადამიანისთვის აცრის გაკეთებას, როგორც თენგიზ ცერცვაძე აღნიშნავს, კოვიდგადატანილებმაც უნდა გაიკეთონ ვაქცინა, თუმცა 120 დღის შემდეგ.

,,კოვიდგადატანილი პაციენტებისთვის ვაქცინაცია 120 დღის, 4 თვის გასვლის შემდეგ უნდა ჩატარდეს, რადგან პირველი, მათ აქვთ იმუნიტეტი და მეორე კოვიდგადატანილ ადამიანებს აქვთ ანტისხეულები, რომლებიც ვაქცინის ცილასთან შევა კონტაქტში და დაიწყებს მათ განეიტრალებას, ამით კი დაიკარგება ის ანტისხეულები, რომელიც კოვიდგადატანილ ადამიანებს აქვთ,'' - დასძინა თენგიზ ცერცვაძემ. 

ნახეთ ვიდეო ☝️

წაიკითხეთ სრულად