Baby Bag

როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოეს დღეებში

როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოეს დღეებში

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 9 ივლისამდე საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან შესაძლებელია სეტყვა და 6 ივლისს ქარის გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +27, +32, ხოლო აღმოსავლეთ საქრთველოს ბარში +30, +35 გრადუსია მოსალოდნელი.

ქ. თბილისში ღამისა და საღამოს საათებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. 6 ივლისს იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა +32, +34 გრადუსი დაფიქსირდება.

შეიძლება დაინტერესდეთ

,,ამ ვითარებაში პირბადეების სავალდებულო ტარების მოხსნას სწორად არ მივიჩნევ''

,,ამ ვითარებაში პირბადეების სავალდებულო ტარების მოხსნას სწორად არ მივიჩნევ''

,,ეპიდსიტუაცია ქვეყანაში ძალიან ნელი ტემპით უმჯობესდება... ამ ვითარებაში პირბადეების სავალდებულო ტარების მოხსნას სწორად არ მივიჩნევ'' - აღნიშნულის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა. 

მისი თქმით, ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარება სტაბილური, მაგრამ საყურადღებოა:

„ეპიდსიტუაცია ქვეყანაში ძალიან ნელი ტემპით უმჯობესდება, სტაბილიზაცია გვაქვს, თუმცა ეს არის არამდგრადი სტაბილიზაცია, პირველი ნიშანი კი არის ის ფაქტი, რომ ბოლო ერთი კვირის დადებითობის მაჩვენებელმა ოდნავ აიწია. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ ძალიან უარესდება მდგომარეობა, მაგრამ საყურადღებოა და უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად. რაც შეეხება პირბადეების ტარებაზე რაიმე ტიპის შემსუბუქებას, ჯერჯერობით ამ ვითარებაში პირბადეების სავალდებულო ტარების მოხსნას სწორად არ მივიჩნევ. გადაადგილებაზე დაწესებულ შეზღუდვაზე არ გავაკეთებ კომენტარს, ამ ყველაფერზე თუ საჭიროდ მიიჩნევა, საკოორდინაციო საბჭო იმსჯელებს“, - დასძინა ამირან გამყრელიძემ.

წაიკითხეთ სრულად