Baby Bag

„რაც არ უნდა მოხდეს, მაინც გენიალურია ცხოვრება“ - ცნობილი მსახიობი და ტელეწამყვანი გიორგი გოგიჩაიშვილი 51 წლის ასაკში გარდაიცვალა

„რაც არ უნდა მოხდეს, მაინც გენიალურია ცხოვრება“ - ცნობილი მსახიობი და ტელეწამყვანი გიორგი გოგიჩაიშვილი 51 წლის ასაკში გარდაიცვალა

ცნობილი ტელეწამყვანი და მსახიობი გიორგი გოგიჩაიშვილი დღეს დილით 51 წლის ასაკში გარდაიცვალა. იგი ბოლო წლების განმავლობაში მძიმე სენს, სიმსივნეს ებრძოდა.  ტელეწამყვანმა ქიმიოთერაპიის რამდენიმე კურსი ჩაიტარა, თუმცა ბოლო პერიოდში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდა.

გიორგი გოგიჩაიშვილი განსაკუთრებით პოპულარული საბავშვო გადაცემა „ბასტი-ბუბუზე“ მუშაობით გახდა.

გთავაზობთ გოგიჩას ბოლო სატელევიზიო ჩანაწერებს:

შეიძლება დაინტერესდეთ

საქართველოში ქალები მამაკაცებთან შედარებით 8 წლით დიდხანს ცხოვრობენ - საქსტატი

საქართველოში ქალები მამაკაცებთან შედარებით 8 წლით დიდხანს ცხოვრობენ - საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ​ინფორმაციით2019 წლის 1-ლი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 723.5 ათასი კაცი შეადგინა.

საქსტატის მონაცემებით, 2018 წელს დაბადებულთა რიცხოვნობა გარდაცვლილთა რაოდენობას 4 614 კაცით აღემატებოდა.

პუბლიკაციის თანახმად, 2019 წლის 1-ლი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის 48.1 პროცენტი მამაკაცი, ხოლო 51.9 პროცენტი ქალია. 0-14 წლის მამაკაცების წილი მთლიან მოსახლეობაში ჭარბობს ქალებისას, ხოლო 65 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობაში ქალები ჭარბობენ მამაკაცებს, რაც გამოწვეულია მამაკაცებთან შედარებით ქალების უფრო მაღალი სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობით. საქართველოში, ქალთა და მამაკაცთა სიცოცხლის მოსალოდნელ ხანგრძლივობას შორის განსხვავება 8.5 წელს შეადგენს. 

2018 წელს სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა დაბადებისას შეადგინა 74.0 წელი, მათ შორის მამაკაცებისათვის – 69.7, ხოლო ქალებისათვის – 78.2 წელი.

საქსტატის ინფორმაციით, საქართველოს მოსახლეობის 58.7 პროცენტი ცხოვრობს საქალაქო დასახლებებში. ამასთან, დედაქალაქის მოსახლეობა მთლიანი მოსახლეობის თითქმის მესამედია და ყველაზე მჭიდროდ დასახლებულია (2 322.5 კაცი 1 კვ.კმ.-ზე) სხვა რეგიონებთან შედარებით. ყველაზე მცირე მოსახლეობა ცხოვრობს რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში (29.7 ათასი კაცი) და მოსახლეობის სიმჭიდროვე 1 კვ.კმ.-ზე არ აღემატება 7 კაცს.

წაიკითხეთ სრულად