Baby Bag

„​ბაღში ბავშვი დაკბინეს...სად იყო აღმზრდელი...“

„​ბაღში ბავშვი დაკბინეს...სად იყო აღმზრდელი...“

„ბაღში ბავშვი დაკბინეს, გასულ ორშაბათს, 17 ივნისს, გორის N14 ბაგა - ბაღში, ჩემი შვილი გიორგი...დაკბინა თანაჯგუფელმა....აღმზრდელები აცხადებენ, რომ არ დაუნახავთ....არც დამნაშავედ უგრძვნიათ თავი(თორემ კიდევ ვაპატიებდი ალბათ).....არც ტირილის ხმა გაუგიათ, მაშინ როცა, ძირს დაგდებულ ბავშვს სათამაშოს ურტყამდა და კბენდა მეორე ბავშვი...ექთანს კი კონიუნქტივიტი ეგონა....

იკითხავთ, რატომ ვწერ ეხლა პოსტს, ამიტომ გეტყვით რომ არ ვაპირებდი, მაგრამ , რადგანაც საქმეს პროკურატურა იძიებს,ბაღის აღმზრდელები იპიერებინ თავს და ზოგიერთი დეგრადირებული მშობელიც მათ უჭერს მხარს და ასხამს ხოტბას.....ის კი ავიწყდებათ რომ მათი შვილები საფრთხეში არიან და ერთი თეფში დაუმადლებელი სადილის ფასად იცავენ მათ...შეხედეთ ფოტოებს და თავად განსაჯეთ არიან თუ არა დასასჯელები?.....#სადიყოაღმზრდელი???“ - აღნიშნული პოსტი ფეისბუქში ბავშვის დედამ თამუნა მაისურაძემ ფოტოებთან ერთად გამოაქვეყნა. 


შეიძლება დაინტერესდეთ

128-ე ბაგა ბაღში აღმზრდელმა ბავშვს სცემა

128-ე ბაგა ბაღში აღმზრდელმა ბავშვს სცემა

სავარაუდო ძალადობა ბავშვზე თბილისის 128-ე ბაგა-ბაღში - 3 წლამდე ბავშვის მშობელი ამბობს, რომ მის შვილს აღმზრდელი ფიზიკურად გაუსწორდა.

დედის თქმით, ბავშვს სახეზე დაზიანებები ჰქონდა.

ქალი ​ფორმულასთან ყვება, რომ მის არასრულწლოვან შვილს მასწავლებლები საჭმლის ჭამის მოთხოვნის გამო სცემეს.

,,ფიზიკური ძალადობა იყო - შენჯღრევა და ხელის დარტყმა. დალურჯებული ბავშვი გამოვიყვანე ბაღიდან. შემდეგ მოვითხოვე კამერების ამონაწერი და ჩემი თვალით ვუყურე ძალადობის ფაქტს. ბავშვი უცხო პირებს როცა ხედავს, იმალება მშობლების უკან, სახეზე ხელს იფარებს, რომ არ გაარტყან'' - ამბობს ის.

ბაღის დირექტორი, მანანა ყავლაშვილი ყვება, რომ შემთხვევა 23 აპრილს მოხდა. მისი თქმით, აღმზრდელი სამსახურიდან უკვე გათავისუფლებულია.

,,საღამოს შემომივიდა ინფორმაცია. დილით დავიბარე პროგრამისტი, რადგან კამერები ჭედავდა. გამოვუძახე პოლიციას. ვაცნობე ბაღების სააგენტოსაც. აღმზრდელი გათავისუფლებულია, მის თანაშემწეს სასტიკი საყვედური გამოვუცხადე და ჯგუფიდან გამოვიყვანე, სამუშაო ადგილი შევუცვალე. გამოძიება დაწყებულია, ჩვენებაც მივეცი". - თქვა ყავლაშვილმა ​ფორმულასთან

წყარო: ​ფორმულა 

წაიკითხეთ სრულად