წუხანდელი აქციის დარბევის შედეგად, არაერთმა ადამიანმა მიიღო სხეულის მძიმე დაზიანება. მათ შორის, ორმა ახალგაზრდამ თვალი დაკარგა.
„18 წლის მაიას დედას და დას ვესაუბრები ახლა. გვიან ღამით სამსახურს რომ მორჩა, ვერ მოითმინა და აქციაზე წამოვიდაო.ტყვია მოხვდა, მარცხენა თვალი დაკარგა! 18 წლისაა. დღეს უთხრეს, თვალი აღარ გაქვსო. დედას აქეთ ამშვიდებდა თურმე, არ იდარდოვო. ნიუ ჰოსპიტალში სხვა დაშავებულებიც არიან. ახალგაზრდები! დღეიდან ცალი თვალით რომ უნდა იცხოვრონ, ისეთები. ამ ადამიანებთან, ჯანდაცვის სამინისტროდან ჯერ! ამ დრომდე! არავინ მოსულა! ვერავინ გაბედა გამოჩენა! დახმარება სჭირდება ხალხს. დაშავებული, სამწუხაროდ ძალიან ბევრია და ჩვენ ეს ყველამ ერთად ვნახეთ,“ - წერს თამარა ჯინჭარაძე.