Baby Bag

„არ მინდა, სიცოცხლის ბოლომდე ჩემი გადასახადიდან ხელფასს და პენსიას იღებდნენ“ - მანანა რატიანი

„არ მინდა, სიცოცხლის ბოლომდე ჩემი გადასახადიდან ხელფასს და პენსიას იღებდნენ“ - მანანა რატიანი

„რომელ დეპუტატსაც თავში მოუვიდა ასეთი პროვოკაციული საქციელი, რომლებიც პირდაპირ ან ირიბად ჩართულები იყვნენ ჩვენს წინასაინფარქტო მდგომარეობამდე მიყვანაში, მანდატი უნდა დატოვონ, მომავალში უკან შემობრუნების შესაძლებლობის გარეშე და ასევე ყველა სამომავლო პრივილეგიის ჩამორთმევით. არ მინდა სიცოცხლის ბოლომდე ჩემი გადასახადიდან ხელფასს და პენსიას იღებდნენ! ვის ხელშიც გაიარა ამ ანტისახელმწიფოებრივი შეხვედრის საორგაანიზაციო საკითხებმა, სირცხვილი!“

ასე ეხმიანება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე მანანა რატიანი, საქართველოს პარლამენტში გავრილოვის მიწვევას და 20 ივნისს განვითარებულ მოვლენებს ფეისბუკში.

შეიძლება დაინტერესდეთ

„ვირუსი შეკავებულია“ - პაატა იმნაძე

„ვირუსი შეკავებულია“ - პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, კოვიდ-19-ის წინააღმდეგ დაწესებულმა შეზღუდვებმა შედეგი გამოიღო და ორი კვირის თავზე ინფექციის ზრდა არ გვაქვს.

როგორც მან საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ აღნიშნა, ვირუსი შეკავებულია.

„ბოლო ორი კვირის მონაცემებით ვართ 100 ათას მოსახლეზე ინფიცირების გავრცელებით მსოფლიოში პირველ ადგილზე. რამ მიგვიყვანა აქამდე ყველამ ვიცით, რა ხდებოდა წინა ორკვირიან მონაკვეთებში. ნებისმიერი თავყრილობა, უნიღბოდ ყოფნა, უდისტანციობა, დაახლოებით ორ კვირაში გვაძლევს თავის შედეგს. შესაბამისად, ნებისმიერი შეზღუდვა კიდევ ორ კვირაში გვაძლევს შედეგს. ჩვენ ვნახეთ, რომ შეზღუდვების დაწესებიდან ორი კვირის თავზე ინფექციის ზრდა აღარ გვაქვს, მიუხედავად ტესტირების ორჯერ და მეტი გაფართოებისა. ამანვე გვაჩვენა, რომ მაშინ, როცა მსოფლიოში პირველ ადგილზე ვართ გავრცელების მხრივ, ჩვენმა სისტემამ გაუძლო ამას, მაგრამ მეტს ვერ გაუძლებდა. მეტს რომ ვერ გაუძლებდა და რადგან პროგნოზი გაცილებით უარესი იყო, ამიტომ დაწესდა შეზღუდვები და ჯერჯერობით ასე ჩანს, რომ ამან შედეგი მოგვცა და სტაბილიზაცია არის. ვირუსი შეკავებულია. შეზღუდვებიდან ორი კვირის თავზე მატება არ გვაქვს, მიუხედავად ტესტირების გაორმაგებისა. ეს არის მთავარი შედეგი“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.

წაიკითხეთ სრულად