Baby Bag

პლასტიკური ქირურგი გუშინდელი აქციის შედეგად დაშავებულ ადამიანებს დახმარებას უსასყიდლოდ სთავაზობს

პლასტიკური ქირურგი გუშინდელი აქციის შედეგად დაშავებულ ადამიანებს დახმარებას უსასყიდლოდ სთავაზობს

პლასტიკური ქირურგი, კონსტანტინე სულამანიძე მზადაა, გუშინდელი აქციის დროს დაშავებულ მოქალაქეებს დახმარება უსასყიდულოდ აღმოუჩინოს და აღნიშნულის შესახებ სოციალურ ქსელში წერს. გთავაზობთ პოსტს უცვლელად:

„გუშინდელი აქციის შემდეგ თუ ვინმეს სჭირდება ჩემი დახმარება, პლასტიკური ნაკერების დროზე დადება ან ნებისმიერი სხვა რამ, რაც მე შემიძლია, ჩემი კლინიკა მზად არის, მიიღოს ასეთი პაციენტები, რა თქმა უნდა, რიგის გარეშე და უსასყიდლოდ! გთხოვთ, გააზიარეთ ეს ინფორმაცია“

შეიძლება დაინტერესდეთ

გოგონა, რომელმაც აქციაზე თვალი დაკარგა, საავადმყოფოდან გაწერეს

გოგონა, რომელმაც აქციაზე თვალი დაკარგა, საავადმყოფოდან გაწერეს

გოგონა, რომელმაც აქციაზე თვალი დაკარგა, საავადმყოფოდან გაწერეს. მაკა გომურის თქმით, თავს ძალიან კარგად გრძნობს:

„თავს ძა­ლი­ან კარ­გად ვგრძნობ, არაფერი არ მტკივა. იყო რთუ­ლი მო­მენ­ტე­ბი, ტკი­ვი­ლით გა­თე­ნე­ბუ­ლი ღა­მე­ე­ბი, მაგ­რამ ახლა კარ­გად ვარ, რად­გან გხე­დავთ ყვე­ლას, შე­მიძ­ლია ყვე­ლას და­ნახ­ვა.

ძა­ლი­ან რთუ­ლია იმ მომენტის გახ­სე­ნე­ბა, როცა ტყვია მომ­ხვდა და ასე­ვე, იმ წა­მის, როცა ჩვენ­კენ მო­მა­ვა­ლი შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი სპეც­რაზ­მი და­ვი­ნა­ხე. ეს დარ­ჩე­ბა ყვე­ლა­ზე მძი­მე კად­რად ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში, მაშინ მოხდა ყველაზე გარდამტეხი რამ. 

თუმ­ცა, ვდგა­ვარ მყა­რად და მინ­და, თქვენც და­გა­ნა­ხოთ, რომ მყა­რად ვდგა­ვარ. ჩემი ჯანმრთელობის გამო არ შევ­წყვეტ ბრძო­ლას, რომ მი­ვიყ­ვა­ნო ყვე­ლა­ფე­რი ბო­ლო­მდე და და­ვიბ­რუ­ნო ჩემი პა­ტა­რა თვა­ლი," - აღნიშნა მაკო გო­მურ­მა.

წაიკითხეთ სრულად