Baby Bag

ბორჯომიდან გაუჩინარებული ორი მეცხრეკლასელი გოგონა ზესტაფონში იპოვეს

ბორჯომიდან გაუჩინარებული ორი მეცხრეკლასელი გოგონა ზესტაფონში იპოვეს

ბორჯომში დაკარგული მე-9კლასელი გოგონები, რომლებსაც სამართალდამცველები გუშინ მთელი დღის განმავლობაში ეძებდნენ, გვიან ღამით ზესტაფონში იპოვეს. 15 წლის არასრულწლოვნების ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. პოლიციამ ორივე არასრულწლოვანი მშობლებთან ოჯახებში დააბრუნა.

ბორჯომის N1 საჯარო სკოლის მე-9 კლასის ორი მოსწავლე გუშინ დილით გაუჩინარდა. მშობლებმა მოზარდების ძებნა მას შემდეგ დაიწყეს, როცა სკოლიდან აცნობეს, რომ გაკვეთილებს აცდენდნენ. მოგვიანებით, პოლიციამ მოზარდების მობილური ტელეფონები და მაისურები ბორჯომში მდებარე ერთ-ერთ მიტოვებულ შენობაში აღმოაჩინა. მათი ადგილსამყოფელის დასადგენად ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობდა.

შეიძლება დაინტერესდეთ

საქართველოში არსებული ვაქცინა ადამიანებს ორმაგი ინდური მუტაციისგანაც იცავს

საქართველოში არსებული ვაქცინა ადამიანებს ორმაგი ინდური მუტაციისგანაც იცავს

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი სოცილიალურ ქსელში ვაქცინის შესახებ პოსტს აქვეყნებს. მისი თქმით, საქართველოში არსებული ვაქცინა კოვიდის ახალი მუტაციისგანაც იცავს ადამიანებს:

,,​ინდოეთის უჯრედული და მოლეკულური ბიოლოგიის ცენტრის (CCMB) მონაცემებით ასტრაზენეკა-კოვიშილდი (იგივე ვაქცინა, რაც საქართველოშია) და კოვაქსინი (ინაქტივირებული ინდური ვაქცინა) ორივე იცავს B.1.617 ვარიანტისგან (ორმაგი ინდური მუტაცია)!!!

გთხოვთ, ხელი შეუშალეთ ჭორების გავრცელებას, რომელიც მიზანმიმართულად ხდება მოსახლეობის დასტრესვის მიზნით.
გაავრცელეთ მხოლოდ ასჯერ შემოწმებული და მეცნიერულად დასაბუთებული ინფორმაცია.
აი-ცერი და იყავი კოვიდისგან გამოწვეული სიკვდილით 100%-ით დაცული!'' - აღნიშნავს ბიძინა კულუმბეგოვი. 

წაიკითხეთ სრულად