Baby Bag

თაკო ნაცვლიშვილი და ჯულია რობერტსი რეკლამაში ერთად გადაიღეს

თაკო ნაცვლიშვილი და ჯულია რობერტსი რეკლამაში ერთად გადაიღეს

ქართველი მოდელი თაკო ნაცვლიშვილი და ოკსკაროსანი მსახიობი ჯულია რობერტსი იტალიური ბრენდის, Calzedonia-ს რეკლამაში ერთად გადაიღეს. ინფორმაციას თაკო ნაცვლიშვილის დედა, ნინო ცქიტიშვილი ფეისბუქზე ავრცელებს:

„Bonjour Julia!!! ამ ტექსტით იწყება თაკო ნაცვლიშვილის და ჯულია რობერტსის დიალოგი ბრენდ Calzedonia-ს სარეკლამო ვიდეო რგოლში, რომელიც ივნისის ბოლოს გავა და საფრანგეთის მასშტაბით იტრიალებს,” – წერს ნინო ცქიტიშვილი.

Calzedonia ქალის თეთრეულის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდია. ჯულია რობერტსი რამდენიმე წელია, რაც Calzedonia-ს სახეა და მათ რეკლამებშიც ხშირად ჩნდება.

შეიძლება დაინტერესდეთ

დემნა გვასალიას ახალი საყურე ბოთლის სახურავის დიზაინით

დემნა გვასალიას ახალი საყურე ბოთლის სახურავის დიზაინით

მოდის სახლმა Balenciaga-მ, რომლის კრეატიული დირექტორი დემნა გვასალიაა, ახალი საყურე გამოუშვა. საყურე ბოთლის სახურავის დიზიანით არის შექმნილი.

მისი შეძენა ონლაინმაღაზიებშიც არის შესაძლებელი. საყურეს სხვადასხვა საიტზე სხვადასხვა ფასი აქვს. ერთ-ერთ ​საიტზე მისი ღირებულებაა 445 დოლარია, ყველაზე ხელსაყრელ ფასად კი მისი შეძენა შესაძლებელია ​MYTHERESA-ზე, 164 ევროდ.

საყურეები Balenciaga-ს 2018-2019 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექციაში შედის.

 

წაიკითხეთ სრულად