Baby Bag

გიორგი გახარია 9 წლის დაჩი გულუას შეხვდა

გიორგი გახარია 9 წლის დაჩი გულუას შეხვდა

გიორგი გახარია შეხვდა 9 წლის ბიჭს, რომელიც საგზნაო ნიშნებზე ქალის გამოსახვასაც ითხოვს. 

„ძალიან საქმიანი და პროდუქტიული შეხვედრა გამოვიდა! დაჩი კმაყოფილია

😊 to be continued...“ - აღნიშნულის შესახებ დაჩი გულუას დედა ნათია ანასტასიადი სოციალურ ქსელში წერს და შს მინისტრთან გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს. 

შეგახსენებთ, რომ 9 წლის დაჩიმ შინაგან საქმეთა მინისტრს თხოვნით მიმართა. წერილი დაჩის დედამ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა და მას უამრავი გამოხმაურება მოჰყვა.

„ბატონო გიორგი, მე ვარ დაჩი გულუა, 9 წლის. შევამჩნიე, რომ ყველა საგზაო ნიშანზე კაცის ფიგურაა გამოსახული. ვფიქრობ, რომ ეს ქალების შეუმჩნეველი დაჩაგვრაა. ქალაქში ფეხითაც და მანქანითაც ქალები და კაცები ერთნაირად დადიან. ამიტომ გთხოვთ, საგზაო ნიშნებზე ქალის ფიგურაც გამოსახოთ," - წერდა დაჩი.

შეიძლება დაინტერესდეთ

არსებობენ მხოლოდ ორი ტიპის ადამიანები და როგორც წესი, ისინი ერთმანეთზე ქორწინდებიან

არსებობენ მხოლოდ ორი ტიპის ადამიანები და როგორც წესი, ისინი ერთმანეთზე ქორწინდებიან

ცხოვრებაში ხშირად ვხვდებით წყვილებს, რომლებიც ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდებიან და გვიკვირს, როგორ ახერხებენ ისინი ურთიერთობის შენარჩუნებას. ადამიანები, რომლებსაც ერთმანეთისგან განსხვავებული ხასიათი აქვთ, ერთმანეთს ავსებენ და მათი თანაცხოვრება არც ისე რთულია, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს. ქვემოთ წარმოდგენილ სახალისო ილუსტრაციებში, შესაძლოა, ბევრმა საკუთარი თავიც ამოიცნოს. ​

1.

2.

3. 

4.


5.


6.

7.

8.

9.

მომზადებულია​ adme.ru -ს მიხედვით

წაიკითხეთ სრულად