Baby Bag

გიორგი გახარია 9 წლის დაჩი გულუას შეხვდა

გიორგი გახარია 9 წლის დაჩი გულუას შეხვდა

გიორგი გახარია შეხვდა 9 წლის ბიჭს, რომელიც საგზნაო ნიშნებზე ქალის გამოსახვასაც ითხოვს. 

„ძალიან საქმიანი და პროდუქტიული შეხვედრა გამოვიდა! დაჩი კმაყოფილია

😊 to be continued...“ - აღნიშნულის შესახებ დაჩი გულუას დედა ნათია ანასტასიადი სოციალურ ქსელში წერს და შს მინისტრთან გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს. 

შეგახსენებთ, რომ 9 წლის დაჩიმ შინაგან საქმეთა მინისტრს თხოვნით მიმართა. წერილი დაჩის დედამ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა და მას უამრავი გამოხმაურება მოჰყვა.

„ბატონო გიორგი, მე ვარ დაჩი გულუა, 9 წლის. შევამჩნიე, რომ ყველა საგზაო ნიშანზე კაცის ფიგურაა გამოსახული. ვფიქრობ, რომ ეს ქალების შეუმჩნეველი დაჩაგვრაა. ქალაქში ფეხითაც და მანქანითაც ქალები და კაცები ერთნაირად დადიან. ამიტომ გთხოვთ, საგზაო ნიშნებზე ქალის ფიგურაც გამოსახოთ," - წერდა დაჩი.

შეიძლება დაინტერესდეთ

როგორ დავამონტაჟოთ 0-13 კგ. სამგზავრო სავარძელი ღვედით? - ვიდეო

სამშობიაროდან გამოყვანის დღიდანვე ბავშვი უნდა მგზავრობდეს უსაფრთხოდ სამგზავრო სავარძლის საშუალებით. ახალშობილისთვის ყველაზე უსაფრთხო და კომფორტული სამგზავრო სავარძელი არის 0-13 კგ. სავარძელი, რომელშიც ბავშვი ემბრიონის პოზაშია. გათვალისწინებულია წლამდე ბავშვის საჭიროებები, - ამის შესახებ MomsEdu.ge-ს საზოგადოებრივი ორგანიზაცია Your car seat-ის წარმომადგენელი ლანა გიორგიძე ესაუბრა.

„ბევრი მშობელი გვიკავშირდება და გვწერს, როგორ დაამონტაჟოს 0-13 კგ. სამგზავრო სავარძელი უსაფრთხოების ღვედით. ვიდეოში ნახავთ, თუ რა უნდა გაითვალისწინოთ სავარძლის მონტაჟის დროს და როგორ დაამონტაჟოთ სავარძელი რამდენიმე წუთში“, - აღნიშნა ლანა გიორგიძემ.

წაიკითხეთ სრულად