Baby Bag

თურქი მსახიობი ჩაგათაი ულუსოი საქართველოშია

თურქი მსახიობი ჩაგათაი ულუსოი საქართველოშია

ცნობილი მსახიობი, მოდელი და მომღერალი ჩაგათაი ულუსოი უკვე ​თბილისშია.

მსახიობი „ნიუ ჰოსპიტალს“ეწვია, სადაც მცირეწლოვანი პაციენტები ​მოინახულა, 16:00 საათზე კი „ბერი ანდრიას სახელობის ფონდის“ ბენეფიციარებს შეხვდება.

„ბერი ანდრიას სახელობის ფონდის“ ინფორმაციით, მსახიობის გაცნობის სურვილი ბენეფიციარმა ბავშვებმა გამოთქვეს.

დღესვე მსახიობის ვიზიტთან დაკავშირებით, გაიმართება საქველმოქმედო საღამო, რომელშიც ქართველი მომღერლები მიიღებენ მონაწილეობას.

ორგანიზატორების განცხადებით, შემოსული თანხა სრულად გადაირიცხება „ბერი ანდრიას ფონდის“ ანგარიშზე და მოხმარდება სიმსივნით დაავადებული ბავშვების რეაბილიტაციას.

თურქი მსახიობი Unicef-თან თანამშრომლობით, ჩართულია სიმსივნით დაავადებული ბავშვების სარეაბილიტაციო პროექტებში აქტიურად არის ჩართული.

შეიძლება დაინტერესდეთ

როგორ ფიქრობთ, რომელი სქესის წარმომადგენლები იტანენ ტკივილს უფრო მარტივად? - სახალისო ექსპერიმენტი

როგორ ფიქრობთ, რომელი სქესის წარმომადგენლები იტანენ ტკივილს უფრო მარტივად? ალბათ, ამ საკითხთან დაკავშირებით არაერთი განსხვავებული მოსაზრება მოგისმენიათ. ვნახოთ, რეალურად როგორ უძლებენ ტკივილს მამაკაცები და ქალბატონები.

წაიკითხეთ სრულად