Baby Bag

ქუთაისის N2 სკოლაში ჭერი მეოთხედ ჩამოინგრა

ქუთაისის N2 სკოლაში ჭერი მეოთხედ ჩამოინგრა

ქუთაისის N2 საჯარო სკოლის საკლასო ოთახში გაკვეთილის მიმდინარეობისას ჭერი ჩამოინგრა. შემთხვევის დროს კლასში პირველკლასელები იმყოფებოდნენ.

სკოლის დირექტორის, მურად ჯიშკარიანის ინფორმაციით, ჭერის ჩამონდგრევის შედეგად ბავშვები არ დაშავებულან.

„შემთხვევა პირველ სართულზე მოხდა. ბავშვები არ დაშავებულან, მიმდინარეობს შესწავლა. ამ ეტაპზე გამომწვევი მიზეზი უცნობია. ინფორმირებულია განათლების სამინისტრო და რესურსცენტრი“, - განაცხადა მურად ჯიშკარიანმა.

ქუთაისის მეორე საჯარო სკოლაში ეს ჭერის ჩამონგრევის მეოთხე შემთხვევაა. სკოლის რეაბილიტაცია 2016 წელს დასრულდა, თუმცა სკოლის მასწავლებლის, ნანული ჟორჟოლიანის თქმით, პრობლემები შენობაში სწორედ სარემონტო სამუშაოების შემდეგ შეიქმნა.

შეიძლება დაინტერესდეთ

რამდენი ლარით გაიზრდება მასწავლებელთა ხელფასები? - რა დაპირება მისცა პრემიერ-მინისტრმა პედაგოგებს

რამდენი ლარით გაიზრდება მასწავლებელთა ხელფასები? - რა დაპირება მისცა პრემიერ-მინისტრმა პედაგოგებს

„სრულ განაკვეთზე მყოფი მასწავლებლებისთვის ხელფასი 2020 წლის განმავლობაში დაახლოებით 300 ლარით გაიზრდება,'' - აღნიშნული დაპირება პრემიერ-მინისტრმა პედაგოგებს დაახლოებით ​8 თვის წინ მისცა. 

,,სრულ განაკვეთზე მყოფი მასწავლებლებისთვის ხელფასი 2020 წლის განმავლობაში დაახლოებით 300 ლარით გაიზრდება. ჩვენ არაერთხელ აღვნიშნეთ და კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ 2020 წლის ბიუჯეტი არის მოქალაქეზე ორიენტირებული, განსაკუთრებით კი ჩვენი საზოგადოების იმ ფენებზე, რომლებსაც სჭირდებათ განსაკუთრებული დახმარება. ესენი გახლავთ: ბავშვები, ჩვენი ღვაწლმოსილი პენსიონრები, ექიმები, მასწავლებლები, სამართალდამცავები და ჯარისკაცები. ამ წლის ბიუჯეტის შესაბამისად, შესაბამისი სახელფასო ზრდა ექნებათ, როგორც ბაღის მასწავლებლებს, ასევე მასწავლებლებს, სასწრაფოს და სოფლის ექიმებს, ჯარისკაცებს, პოლიციელებს და ასევე კულტურის მუშაკებს,“ - დასძინა გიორგი გახარიამ. 

თუმცა კორონავირუსის პანდემიად გამოცხადების შემდეგ, აზრთა სხვადასხვაობა იყო - შესრულდებოდა თუ არა აღნიშნული დაპირება?

როგორც გიორგი გახარიამ პარლამენტში წლიური ანგარიშის წარადგენისას განაცხადა, ის სახელფასო ზრდა, რომელიც იყო დაანონსებული, რა თქმა უნდა, გაგრძელდება:

,,შეუძლებელია ჩვენ ვისაუბროთ განათლების სისტემის, რეფორმის ეფექტურობაზე თუ არ გვეყოლება ღირსეულად ანაზღაურებადი, მაღალი კომპეტენციის მასწავლებლები. ის სახელფასო ზრდა, რომელიც იყო დაანონსებული, რა თქმა უნდა, გაგრძელდება,'' - დასძინა გიორგი გახარიამ.


წაიკითხეთ სრულად