Baby Bag

ქუთაისის N2 სკოლაში ჭერი მეოთხედ ჩამოინგრა

ქუთაისის N2 სკოლაში ჭერი მეოთხედ ჩამოინგრა

ქუთაისის N2 საჯარო სკოლის საკლასო ოთახში გაკვეთილის მიმდინარეობისას ჭერი ჩამოინგრა. შემთხვევის დროს კლასში პირველკლასელები იმყოფებოდნენ.

სკოლის დირექტორის, მურად ჯიშკარიანის ინფორმაციით, ჭერის ჩამონდგრევის შედეგად ბავშვები არ დაშავებულან.

„შემთხვევა პირველ სართულზე მოხდა. ბავშვები არ დაშავებულან, მიმდინარეობს შესწავლა. ამ ეტაპზე გამომწვევი მიზეზი უცნობია. ინფორმირებულია განათლების სამინისტრო და რესურსცენტრი“, - განაცხადა მურად ჯიშკარიანმა.

ქუთაისის მეორე საჯარო სკოლაში ეს ჭერის ჩამონგრევის მეოთხე შემთხვევაა. სკოლის რეაბილიტაცია 2016 წელს დასრულდა, თუმცა სკოლის მასწავლებლის, ნანული ჟორჟოლიანის თქმით, პრობლემები შენობაში სწორედ სარემონტო სამუშაოების შემდეგ შეიქმნა.

შეიძლება დაინტერესდეთ

„მასწავლებლის ხელფასი სამჯერ გაიზრდება და 1500-დან 1800 ლარამდე გახდება“

„მასწავლებლის ხელფასი სამჯერ გაიზრდება და 1500-დან 1800 ლარამდე გახდება“
„ჩვენი რეფორმის ერთერთი შედეგი უნდა გახდეს ის, რომ პედაგოგი, როგორც პროფესია, უნდა იყოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი და პრესტიჟული. საქსტატმა გამოაქვეყნა სხვადასხვა სექტორში არსებული საშუალო ხელფასი და განათლების სექტორში ხელფასი არის ერთერთი ყველაზე დაბალი, რაც პირადად ჩემთვის, არის დიდი ტრაგედია, ვინაიდან სახელმწიფოში სწორედ პედაგოგის შრომა უნდა იყოს ყველაზე მეტად დაფასებული. ჩვენი გეგმის მიხედვით, მასწავლებლის ხელფასი უნდა იყო 1500-დან 1800 ლარამდე. რაც ნიშნავს, რომ ხელფასს ვზრდით სამჯერ. ეს არის აუცილებლად გასაკეთებელი.“

ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ისაუბრა.

წაიკითხეთ სრულად