Baby Bag

ქუთაისის N2 სკოლაში ჭერი მეოთხედ ჩამოინგრა

ქუთაისის N2 სკოლაში ჭერი მეოთხედ ჩამოინგრა

ქუთაისის N2 საჯარო სკოლის საკლასო ოთახში გაკვეთილის მიმდინარეობისას ჭერი ჩამოინგრა. შემთხვევის დროს კლასში პირველკლასელები იმყოფებოდნენ.

სკოლის დირექტორის, მურად ჯიშკარიანის ინფორმაციით, ჭერის ჩამონდგრევის შედეგად ბავშვები არ დაშავებულან.

„შემთხვევა პირველ სართულზე მოხდა. ბავშვები არ დაშავებულან, მიმდინარეობს შესწავლა. ამ ეტაპზე გამომწვევი მიზეზი უცნობია. ინფორმირებულია განათლების სამინისტრო და რესურსცენტრი“, - განაცხადა მურად ჯიშკარიანმა.

ქუთაისის მეორე საჯარო სკოლაში ეს ჭერის ჩამონგრევის მეოთხე შემთხვევაა. სკოლის რეაბილიტაცია 2016 წელს დასრულდა, თუმცა სკოლის მასწავლებლის, ნანული ჟორჟოლიანის თქმით, პრობლემები შენობაში სწორედ სარემონტო სამუშაოების შემდეგ შეიქმნა.

შეიძლება დაინტერესდეთ

სიახლე მასწავლებლების ხელფასთან დაკავშირებით

სიახლე მასწავლებლების ხელფასთან დაკავშირებით

მიმდინარე სასწავლო წლის დასრულებისთანავე, 1 ივლისიდან მასწავლებელთა ახალი სახელფასო პროგრამა ძალაში შევა.

გაზრდილ ხელფასს მასწავლებლები ივლისის თვიდან მიიღებენ.

2024 წლის 1 ივლისიდან, სრულ განაკვეთზე მომუშავე მასწავლებელთა ხელფასი საშუალოდ 500 და მეტი ლარით გაიზრდება.

აღსანიშნავია, რომ გაზრდილი ხელფასი მასწავლებლებს შვებულების პერიოდშიც, 1 ივლისიდან მიეცემათ.

ახალი სახელფასო ფორმულა ითვალისწინებს საბიუჯეტო სახსრების სამართლიან და თანაბარ გადანაწილებას მასწავლებლის დატვირთვისა და შრომის შესაბამისად.


წაიკითხეთ სრულად