ვიზიტის ფარგლებში მსოფლიოს წამყვანი კლინიკის ექიმები „ნიუ ჰოსპიტალსის“ სამედიცინო პერსონალს გაუზიარებენ ცოდნას და გამოცდილებას ბავშვთა დაავადებების რადიოლოგიურ ჭრილში დიაგნოსტირებისა და მართვის თანამედროვე მიდგომების შესახებ. სემინარებზე დასწრება ასევე შესაძლებელი იქნება პედიატრებისა და ბავშვთა მედიცინის დარგში ჩართული ყველა ექიმისთვის.
სემინარებს გაუძღვებიან „მეიოს კლინიკის“ მედიცინისა და მეცნიერების სკოლის პედიატრიის მიმართულების პროფესორი, ნეონატალური და პერინატალური მედიცინის პროგრამის დირექტორი, უილიამ ქერი და „მეიოს კლინიკის“ უნარჩვევების და პროცედურების მენეჯერი, ქენდი ჰობსი. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება პედიატრიის აქტუალური საკითხები:
19 სექტემბერს, 11:00-დან 14:00 საათამდე
- ღია არტერიული სადინარის დროს მართვა, უილიამ ქერი
- ჰოსპიტალური და ვენტილატორ ასოცირებული პნევმონიები, ქენდი ჰობსი
19 სექტემბერს, 15:00-დან 18:00 საათამდე
- ბრონქიოლიტი, უილიამ ქერი
- წყლულოვან ნეკროზული ენტეროკოლიტი, ქენდი ჰობსი
20 სექტემბერს, 11:00-დან 14:00 საათამდე
- პედიატრიულ-რადიოლოგიური ვიზუალიზაცია, უილიამ ქერი
- პერიფერიული მიდგომით ცენტრალური კათეტერის რენტგენოლოგიური შეფასება, ქენდი ჰობსი
„ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრი“ მრავალპროფილურ კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალსში“ 2019 წლიდან ფუნქციონირებს და პაციენტებს 24 საათის მანძილზე ემსახურება. სრული პედიატრიული მომსახურების მქონე ცენტრი დაკომპლექტებულია დარგის წამყვანი სპეციალისტებით, უპრეცედენტოა ინფრასტრუქტურით, სერვისების ხარისხით და წარმოადგენს ევროპული სტანდარტების პედიატრიულ კლინიკას საქართველოში.
R.