Baby Bag

დისკუსია ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ადგილობრივ პროგრამებზე

დისკუსია ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ადგილობრივ პროგრამებზე

ქალთა ფონდი „სოხუმის“ ინიციატივითა და მოდერაციით 19 მაისს Zoom პლათფორმაზე გაიმართა ონლაინ შეხვედრა დასავლეთ საქართველოს 15 მუნიციპალიტეტის (ქუთაისი, წყალტუბო, ვანი, თეჯოლა, ბაღდათი, სამტრედია, სენაკი, ტყიბული, ჩოხატაური, ქობულეთი, წალენჯიხა, ზუგდიდი, ოზურგეთი, ფოთი, ლანჩხუთი, ხონი, ხობი) წარმომადგენელს შორის.

შეხვედრის თემა იყო „ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ადგილობრივი პროგრამები - არსებული პოზიტიური გამოცდილების გაზიარება“. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა ქალთა გაძლიერების მუნიციპალური პროგრამების თაობაზე ინფორმაცის გაცვლა დაწარმატებული პრაქტიკის გაზიარება.

შეხვედრაზე ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ადგილობრივი პროგრამების შესახებ საკუთარი წარმატებული გამოცდილება გააზიარეს შემდეგი მუნიციპალიტეტების წარმომადგენელებმა: ჩოხატაური, ფოთი, ზუგდიდი და ქობულეთი.

მოცემული დისკუსიის ფორმატი ეფექტიანია როგორც არსებული კარგი პრაქტიკის გაზიარების, ასევე მსგავსი პროგრამების დასანერგად გასავლელი გზის თაობაზე გამოცდილების გაცნობისთვის პარტნიორი მუნიციპალიტეტებისათვის.

R

შეიძლება დაინტერესდეთ

პანდემიის პერიოდში ორმეტრიანი დისტანციის უსაფრთხოება ეჭვქვეშ დადგა

პანდემიის პერიოდში ორმეტრიანი დისტანციის უსაფრთხოება ეჭვქვეშ დადგა

პანდემიის პერიოდში ორმეტრიანი დისტანციის უსაფრთხოება ეჭვქვეშ დადგა.

ნახეთ საყურადღებო ინფორმაცია საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“  ☝️

წაიკითხეთ სრულად