Baby Bag

„ნაკლებად არის მოსალოდნელი, რომ მაიმუნის ყვავილმა გამოიწვიოს ისეთი პანდემია, როგორიც იყო კორონავირუსის დროს,“- ალექსანდრე გოგინავა

„ნაკლებად არის მოსალოდნელი, რომ მაიმუნის ყვავილმა გამოიწვიოს ისეთი პანდემია, როგორიც იყო კორონავირუსის დროს,“- ალექსანდრე გოგინავა

ინფექციონისტმა ალექსანდრე გოგინავამ მაიმუნის ყვავილის გავრცელების ტემპებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ახალი პანდემია მოსალოდნელი არ არის:

„არსებული მონაცემებით ნაკლებად არის მოსალოდნელი, რომ მაიმუნის ყვავილმა გამოიწვიოს ისეთი პანდემია, როგორიც იყო კორონავირუსის დროს. ამას რამოდენიმე ახსნა აქვს: მაიმუნის ყვავილი არ არის ახალი ვირუსი, არსებობს საკმაოდ ეფექტიანი ვაქცინები, რომელიც ამ ჯგუფის ვირუსების საწინააღმდეგოდ გამოიყენება, არსებობს სამკურნალო საშუალებებიც. მაიმუნის ყვავილს არ აქვს ის უნარი, რომელიც ჰქონდა კორონავირუსს, რომ ადვილად გავრცელდეს და მოკლე ვადაში მოხდეს დიდი რაოდენობით ადამიანების ინფიცირება.

არაენდემურ კერებში, თუ არ ვცდები, მაქსიმუმ 2000-მდე შემთხვევა გვაქვს ერთი თვის განმავლობაში. პირველ რიგში, გავრცელების გზებში ყველაზე მნიშვნელოვანია მჭიდრო და ახლო კონტაქტი ინფიცირებულთან. თუ დაინფიცირებული ადამიანის გამონაყარს შევეხებით და შემდეგ ეს ხელი მოხვდება ჩვენს ლორწოვანზე, არის რისკები, რომ დავინფიცირდეთ. მაიმუნის ყვავილი გადადის მხოლოდ წვეთოვანი გზით და მჭიდრო, ახლო კონტაქტით. ასევე შეიძლება დავინფიცირდეთ დაავადებული ცხოველისგან, თუმცა ძირითადად მაინც ჭარბობს ადამიანიდან ადამიანზე გადადება,“- მოცემულ საკითხზე ალექსანდრე გოგინავამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ისაუბრა.

წყარო:​ „დილა მშვიდობისა საქართველო“

შეიძლება დაინტერესდეთ

თამაშდება iPhone 14 - ჩაერთე ბილაინისა და Stingray Music-ის გათამაშებაში

თამაშდება iPhone 14 - ჩაერთე ბილაინისა და Stingray Music-ის გათამაშებაში

iPhone 14 უახლესი ტექნოლოგიური ინოვაციაა და ახლა, თქვენ გაქვთ შანსი ამ საოცარი პრიზის მფლობელი გახდეთ. საკმარისია მონაწილეობა მიიღოთ ბილაინისა და Stingray Music ერთობლივ გათამაშებაში, რომელსაც ძალიან მარტივი წესები აქვს. ბილაინის აბონენტებს კონკურსში ჩართვა 25 დეკემბრის ჩათვლით შეუძლიათ.

კონკურსში მონაწილებისთვის აბინენტმა საჭიროა:

  • გაიაქტიუროს ბილაინის ნებისმიერი პროდუქტი,რომელსაც საჩუქრად მოჰყვება Stingray Music-ის პრემიუმ პაკეტი
  • გადმოწეროს Stingray Music-ის აპლიკაცია და გაიაროს მარტივი ავტორიზაცია.
  • აპლიკაციაში აირჩიოს მისი ფავორიტი მუსიკალური არხი და საჯაროდ გააზიაროს ფეისბუქის პირად გვერდზე ჰეშთაგით #BeelineMusic
  • გათამაშების გამარჯვებული გახდება ის ადამიანი, ვინც 25 დეკემბრის ჩათვლით საჯაროდ გაზიარებულ პოსტზე ჯამურად ყველაზე მეტ რეაქციას დააგროვებს.

კონკურსში მონაწილეობა და პრიზის მოგება შეუძლია 18+ ასაკის ბილაინის აბონენტს, ხოლო თუ აბონენტი არასრულწლოვანია მას დასჭირდება მშობლის/კანონიერი მეურვის თანხმობა. პრიზის მისაღებად გამარჯვებულმა უნდა წარმოადგინოს სიმ ბარათი და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

Stingray Music მომხმარებელს სთავაზობს სპეციალურად მისთვის შექმნილ სიმღერების კრებულს, მომხმარებლის მიერვე მოძებნილი შემსრულებლების მიხედვით.

მუსიკის, მედიისა და ტექნოლოგიების კომპანია მსოფლიოს 156 ქვეყანაში ოპერირებს და 400 მლნ გამომწერი ყავს. შესაბამისი პროდუქტის გააქტიურებისას, ბილაინის აბონენტი უფასოდ სარგებლობს Stingray Music -ის პრემიუმ პაკეტით, რომელიც სხვა შემთხვევაში თვეში $3.99 ღირს.

აპლიკაცია ხელმისაწვდომია როგორც iOS, ისე Android სისტემაზე.

R.

წაიკითხეთ სრულად