Baby Bag

„მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ აჭარაში დავაფინანსოთ უშვილობის დიაგნოსტიკა და მკურნალობა,“- თორნიკე რიჟვაძე ახალი ინიციატივის შესახებ

„მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ აჭარაში დავაფინანსოთ უშვილობის დიაგნოსტიკა და მკურნალობა,“- თორნიკე რიჟვაძე ახალი ინიციატივის შესახებ

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ ბიუჯეტში შეტანილი ცვლილების შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ ახალ ბიუჯეტში უშვილობის დიაგნოსტიკისა და მკურნალობისთვის ნახევარ მილიონზე მეტი ლარის გამოყოფა იგეგმება. თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, მომავალ წლებში აღნიშნული დაფინანსება მომართვიანობიდან გამომდინარე გაიზრდება:

„ახალი ბიუჯეტის დაგეგმარებისას ჩვენ გვაქვს ახალი ინიციატივები, რომელიც შეეხება სოციალურ და ჯანდაცვის მიმართულებებს. არაერთი მოქალაქე მოგვმართავდა, ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ აჭარაში დავაფინანსოთ უშვილობის დიაგნოსტიკა და მკურნალობა. ამ მიმართულებითაც უკვე შემდეგი კორექტირების დროს ბიუჯეტში გათვალისწინებული იქნება ნახევარ მილიონ ლარზე მეტი და ეს მოხმარდება ამ ადამიანების საჭიროებებს.

მომართვიანობიდან გამომდინარე ჩვენ უკვე მომავალ წლებში გავზრდით შესაბამის დაფინანსებას,“ - აღნიშნული სიახლის შესახებ თორნიკე რიჟვაძემ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

წყარო: ​„ქრონიკა“

შეიძლება დაინტერესდეთ

,,ვიმედოვნებ, რომ მალე, ძალიან მალე, გულიანად ჩაიხუტებთ შვილებს, მაგრამ ცხვირ-ტუჩის არეში მაინც არ აკოცოთ...''

,,ვიმედოვნებ, რომ მალე, ძალიან მალე, გულიანად ჩაიხუტებთ შვილებს, მაგრამ ცხვირ-ტუჩის არეში მაინც არ აკოცოთ...''

პედიატრი ინგა მამუჩიშვილი სამი წლის წინ მის მიერ დაწერილ, ყველასთვის კარგად ნაცნობ პოსტს ეხმიანება. პედიატრი აღნიშნავდა, რომ ბავშვებისთვის ცხვირ-ტუჩში და ხელებზე არ უნდა ეკოცნა არც მშობელს და არც გარშემომყოფებისთვის მიეცათ ამის უფლება. 


,,3 წლის წინ დავწერე ეს სტატუსი, როდესაც ფაქტს შევესწარი (მემორიმ გამახსენა)ზოგს მოსწონდა,ზოგი მსაყვედურობდა,ზოგი მლანძღავდა, შვილი ჩემია და რასაც მინდა იმას ვიზამო, მგონი, წინასწარ განვჭვრიტე. და აი, დადგა დრო...მაგრამ ვიმედოვნებ, რომ მალე, ძალიან მალე, გულიანად ჩაიხუტებთ შვილებს, მაგრამ ცხვირ-ტუჩის არეში მაინც არ აკოცოთ...'' - აღნიშნავს პედიატრი. 



წაიკითხეთ სრულად