„ორ მსხვილ იმპორტიორს რამოდენიმე კვირაა თურქეთიდან შემოაქვს მედიკამენტები. ორ მსხვილ სააფთიაქო ქსელში უკვე არის თურქული მედიკამენტები. 35-ზე მეტი მედიკამენტია უკვე. რეგისტრაციაზეა შემოსული დაახლოებით 50 განაცხადი, რომელსაც დაჩქარებული რეჟიმით ვარეგისტრირებთ. ყველანაირ ბიუროკრატიას გადავხედეთ, რაც შეიძლება ბაზარზე კონკურენციას აფერხებდეს. მომავალი ერთი თვის განმავლობაში სრულად მოხდება ყველა იმ მედიკამენტის შემოტანა, რისი მოლოდინიც გვქონდა. ეს არის დაახლოებით 200 მედიკამენტი. გასული წლების განმავლობაში მხოლოდ ფორმა 100-ის საფუძველზე შეეძლო ადამიანს თურქეთიდან მედიკამენტის შემოტანა. ვთვლით, რომ ყველა ეს მედიკამენტი, რომელიც შემოდიოდა, გამარტივებული, პარალელური მეთოდით შემოვა საქართველოში.“
„თურქეთის ბაზრის გახსნასთან ერთად ჩვენ გვაქვს სამოქმედო გეგმა ფარმაცევტული ბაზრის კიდევ უფრო გამჭვირვალობასთან დაკავშირებით. ჩვენ მკაცრად გვაქვს ვადებში გაწერილი ეს გეგმა. სხვადასხვა ეტაპია ამ გეგმის. პირველი მარტიდან ჩვენ ელექტრონული რეცეპტების სავალდებულო რეგისტრაცია შემოვიღეთ, რაც ჩვენს ბაზაში აისახება. ჩვენ უკვე გამჭვირვალედ ვხედავთ, ვინ რა მედიკამენტს წერს, ფარმაცევტი რა მედიკამენტს გასცემს. ანალიტიკის საფუძველზე გვაქვს ის ინფორმაცია, რაც ბაზრის კიდევ უფრო კარგად დარეგულირებაში დაგვეხმარება. დღეისთვის გვაქვს ბერკეტები, თუ როგორ ვმართოთ მიკერძოებულად მედიკამენტების გამოწერა ან ჭარბი მედიკამენტების გამოწერა. ყველა ეს ეტაპი წლის ბოლომდე უნდა გავიაროთ. საბოლოო ჯამში მივიღებთ კარგად დარეგულირებულ ფარმაცევტულ ბაზარს,“- აღნიშნულ საკითხზე ზურაბ აზარაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ისაუბრა.
წყარო: ტელეკომპანია „იმედი“