Baby Bag

ცნობილი მწერალი ჯოან როულინგი 100 000-ს უკრაინელ ბავშვს დაეხმარება

ცნობილი მწერალი ჯოან როულინგი 100 000-ს უკრაინელ ბავშვს დაეხმარება

ცნობილმა ინგლისელმა მწერალმა და „ჰარი პოტერის“ წიგნების სერიების ავტორმა ჯოან როულინგმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც მის მიერ დაფუძნებული საქველმოქმედო ორგანიზაციის მიერ უკრაინელი ბავშვებისთვის დახმარების გაწევის შესახებ ინფორმაცია გააჟღერა:

„ომი ბავშვობას ანადგურებს და ოჯახებს ანგრევს. lumos-ი მზად არის უკრაინაში, ბავშვთა სახლებში ჩარჩენილ 100 000-ს ბავშვს დაეხმაროს,“- წერს ჯოან როულინგი.

ორგანიზაცია Lumos-ის ოფიციალურ გვერდზე ვკითხულობთ: „ჩვენი გუნდი მუშაობს ბავშვთა სახლებში ჩარჩენილ ოჯახებთან და ბავშვებთან, რათა უზრუნველყოს ისინი საკვებით, ჰიგიენური და სამედიცინო ნაკრებებით, ეხმარება ყველაზე დაუცველი ადამიანების ევაკუაციის პროცესს, ფსიქოლოგიურ დახმარებას უწევს კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ბავშვებს და მხარს უჭერს ოჯახებს, აღმზრდელებსა და მზრუნველებს.“

საქველმოქმედო ორგანიზაცია Lumos-ი ბავშვებს დახმარებას 2005 წლიდან უწევს. 

​წყარო

შეიძლება დაინტერესდეთ

12 გზა სიმსივნის განვითარების რისკის შესამცირებლად - ევგენი კომაროვსკის რეკომენდაციები

12 გზა სიმსივნის განვითარების რისკის შესამცირებლად - ევგენი კომაროვსკის რეკომენდაციები

ცნობილი პედიატრი ევგენი კომაროვსკი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელშიც სიმსივნის რისკის შესამცირებელ 12 საშუალებას ასახელებს.

სიმსივნის რისკის შესამცირებელი 12 გზა:

  • არ მოწიოთ თამბაქო
  • მოერიდეთ პასიურ მწეველობას
  • შეინარჩუნეთ ჯანსაღი წონა
  • გქონდეთ ცხოვრების ჯანსაღი წესი
  • იკვებეთ სწორად
  • შეზღუდეთ ალკოჰოლოს მოხმარება
  • მოერიდეთ მზის სხივების გადაჭარბებულ ზემოქმედებას
  • დაიცავით შრომის უსაფრთხოებისა და ჰიგიენის წესები
  • მიიღეთ ზომები რადიაციის მაღალი დონის შესამცირებლად
  • შეძლებისდაგვარად კვებეთ ბავშვი დედის რძით
  • იზრუნეთ ბავშვების ვაქცინაციაზე
  • ყოველ ექვს თვეში გაიარეთ სამედიცინო შემოწმება

​წყარო

წაიკითხეთ სრულად