Baby Bag

ცნობილი მწერალი ჯოან როულინგი 100 000-ს უკრაინელ ბავშვს დაეხმარება

ცნობილი მწერალი ჯოან როულინგი 100 000-ს უკრაინელ ბავშვს დაეხმარება

ცნობილმა ინგლისელმა მწერალმა და „ჰარი პოტერის“ წიგნების სერიების ავტორმა ჯოან როულინგმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც მის მიერ დაფუძნებული საქველმოქმედო ორგანიზაციის მიერ უკრაინელი ბავშვებისთვის დახმარების გაწევის შესახებ ინფორმაცია გააჟღერა:

„ომი ბავშვობას ანადგურებს და ოჯახებს ანგრევს. lumos-ი მზად არის უკრაინაში, ბავშვთა სახლებში ჩარჩენილ 100 000-ს ბავშვს დაეხმაროს,“- წერს ჯოან როულინგი.

ორგანიზაცია Lumos-ის ოფიციალურ გვერდზე ვკითხულობთ: „ჩვენი გუნდი მუშაობს ბავშვთა სახლებში ჩარჩენილ ოჯახებთან და ბავშვებთან, რათა უზრუნველყოს ისინი საკვებით, ჰიგიენური და სამედიცინო ნაკრებებით, ეხმარება ყველაზე დაუცველი ადამიანების ევაკუაციის პროცესს, ფსიქოლოგიურ დახმარებას უწევს კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ბავშვებს და მხარს უჭერს ოჯახებს, აღმზრდელებსა და მზრუნველებს.“

საქველმოქმედო ორგანიზაცია Lumos-ი ბავშვებს დახმარებას 2005 წლიდან უწევს. 

​წყარო

შეიძლება დაინტერესდეთ

რომელია სამი ყველაზე ძნელად აღსაზრდელი ბავშვი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით? - ასტროლოგი სოფია ბზეკალავა

რომელია სამი ყველაზე ძნელად აღსაზრდელი ბავშვი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით? - ასტროლოგი სოფია ბზეკალავა

ასტროლოგმა სოფია ბზეკალავამ ტელეკომპანია POSTV-ის გადაცემაში „დღის პოსტი" ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით ბავშვების განსხვავებულ ფსიქოტიპებზე ისაუბრა და თითოეული ზოდიაქოს ნიშნის ბავშვისთვის დამახასიათებელ ხასიათის თავისებურებებს გაუსვა ხაზი.

„ბავშვები 12 განსხვავებულ ფსიქოტიპად იყოფიან. ძნელად აღსაზრდელ ბავშვთა რიცხვში შედის სულ რამოდენიმე ნიშანი, ეს არის: ლომი, ვერძი და მორიელი. თუ ეს სამი გყავთ ოჯახში, ჩათვალეთ, რომ თქვენ ყოფილხართ ტანკისტი ომამდე,“ - აღნიშნა სოფია ბზეკალავამ.

ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით ბავშვების ხასიათის თავისებურებების დეტალურ დახასიათებას გაეცანით თანდართულ ვიდეოში.

წყარო: ​„დღის პოსტი“

წაიკითხეთ სრულად