Baby Bag

ბავშვების მკურნალობის პროტოკოლი შეიცვალა - თამარ გაბუნიას განცხადება

ბავშვების მკურნალობის პროტოკოლი შეიცვალა - თამარ გაბუნიას განცხადება

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ბავშვების მკურნალობის პროტოკოლი შეიცვალა. მან ის სიმპტომები დაასახელა, რომელთა გამოვლენის შემთხვევაში ბავშვებს კლინიკაში გადაჰყვანა სჭირდებათ:

„პროტოკოლი შეიცვალა. მეტად საყურადღებო, ბუნებრივია, რჩება ერთ წლამდე ასაკის ბავშვი. სხვა შემთხვევაში, თუ ბავშვს არ აქვს მაღალი ტემპერატურა დიდი ხნის განმავლობაში, რომელიც არ ექვემდებარება სიცხის დამწევს, ან არ აქვს სხვა თანხმლები სიმპტომები, ძლიერი ხველა. სხვა შემთხვევაში მისი მართვა სრულიად წარმატებით არის შესაძლებელი სახლის პირობებში. მითითებაა იმ კრიტერიუმებზე, თუ როდის არის საჭირო ბავშვის ჰოსპიტალიზაცია, რომ თავიდან ავიცილოთ არასაჭირო ჰოსპიტალიზაცია, რაც საკმაოდ სტრესულია ბავშვისთვისაც, მშობლისთვისაც და იწვევს სისტემის გადატვირთვას. ამიტომ, თუ ბავშვს არ სჭირდება ჰოსპიტალიზაცია, ბუნებრივია, ის უნდა დარჩეს ბინაზე,“ - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

წყარო: ​„რუსთავი 2“

შეიძლება დაინტერესდეთ

როგორ მოვუმზადოთ პლასტელინი პატარებს - მარტივი რეცეპტი

როგორ მოვუმზადოთ პლასტელინი პატარებს - მარტივი რეცეპტი

პლასტელინის მომზადება სახლის პირობებში საკმაოდ მარტივად შეგიძლიათ.

მის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

  • 1 ჭიქა ფქვილი 
  • 1  ჭიქა მდუღარე წყალი
  • ნახევარი ჭიქა მარილი
  • 1 ს.კ ზეთი
  • 1 ს.კ ლიმონმჟავა
  • საკვები საღებავები 

ყველა ინგრედიენტის შერევითა და კარგად მოზელვით თქვენ მიიღებთ ჯანსაღ, სახლში დამზადებულ პლასტელინს. 

მრავალფეროვანი პლასტელინისთის საჭიროა სხვადასხვა ფერის საკვები საღებავი. რაც შეეხება ფქვილს, მანამდე ამატეთ მასას, სანამ სასურველ სისქეს არ მიიღებთ. იმისთვის, რომ დამზადებული პლასტელინები არ გამოშრეს/გახმეს, შეახვიეთ ცალ-ცალკე პარკებში. 


წაიკითხეთ სრულად