Baby Bag

„ბრიტანეთი შემთხვევით არაფერს აკეთებს, მათი წყალი გადმოგვსხმოდეს,“- ბიძინა კულუმბეგოვი ინგლისში შეზღუდვების მოხსნაზე

„ბრიტანეთი შემთხვევით არაფერს აკეთებს, მათი წყალი გადმოგვსხმოდეს,“- ბიძინა კულუმბეგოვი ინგლისში შეზღუდვების მოხსნაზე

ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა ინგლისში მომავალი კვირიდან შეზღუდვების გაუქმების შესახებ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა:

„ინგლისი მომავალი კვირიდან კოვიდის მართვის გეგმა B -ზე გადადის, რაც გულისხმობს:

- დახურულ სივრცეში სავალდებულო ნიღბების ტარების გაუქმებას;

- დისტანციური მუშაობის მოწოდების გაუქმებას;

- კოვიდ პასპორტის სავალდებულოობის გაუქმებას, ამ რეგულაციის მხოლოდ კერძო ორგანიზაციების პრეროგატივად დატოვებას.

პ.ს. ბრიტანეთი შემთხვევით არაფერს აკეთებს, მათი წყალი გადმოგვსხმოდეს. შეხსენებისთვის, ესაა ქვეყანა სადაც მოსახლეობის 90.7% ერთი დოზით აცრილია, 83.5% ორი დოზით აცრილია, ბუსტერული დოზით 63.7% აცრილია,“- აღნიშნავს ბიძინა კულუმბეგოვი.

შეიძლება დაინტერესდეთ

სოდის მოხმარებამ შეიძლება, სავალალო შედეგი გამოიწვიოს...

სოდის მოხმარებამ შეიძლება, სავალალო შედეგი გამოიწვიოს...

შეიძლება თუ არა გულძმარვის დროს საკვები სოდის გამოყენება? - აღნიშნულ თემაზე გადაცემაში „პირადი ექიმი“ ​კიდევ ერთხელ ისაუბრეს და ხაზგასმით აღნიშნეს, რომ მართალია, სოდა მჟავას ანეიტრალებს, მაგრამ მისმა ხშირად გამოყენება შესაძლოა, ლორწოვანის დათხელება გამოიწვიოს და სავალალო შედეგიც მივიღოთ (შეიძლება კუჭი გასკდეს)

წაიკითხეთ სრულად