Baby Bag

PCR ტესტი 60 ლარი ბინაზე გამოძახებით, 55 ლარი ლაბორატორიაში მომსახურებისას

PCR ტესტი 60 ლარი ბინაზე გამოძახებით, 55 ლარი ლაბორატორიაში მომსახურებისას

ომიკრონის შტამის გამოვლენის შემდეგ, ქვეყანაში და მათ შორის ქუთაისში საგრძნობლად იმატა ინფიცირებულთა რიცხვმა. 

საკმაოდ დიდია მიმართვიანობა პისიარ ტესტებთან დაკავშირებით. არსებული ვითარებიდან გამომდინარე ​GM Diagnostic გთავაზობთ ერთთვიან აქციას - 14 თებერვლამდე აქციის ფარგლებში PCR 60 ლარი ბინაზე გამოძახებით, 55 ლარი ლაბორატორიაში მომსახურებისას. 

GM Diagnostic ლაბორატორიის პისიარ ტესტის შედეგით შესაძლებელია ახალი ომიკრონ შტამის დადგენა ქუთაისის მიმდებარე მუნიციპალიტეტებში (ემატება ტრანპორტირების თანხა კოლომეტრების მიხედვით) დეტალური ინფორმაციისთვის დარეკეთ ნომერზე: 596 000 990 ან მისწერეთ Facebook გვერდზე - GM Diagnostic.

R. 


ქუთაისში ყველაზე ხელმოსაწვდომი ფასი covid-19-ის ტესტებზე და განსაკუთრებული შეთავაზებები კო...
​ბევრ ადამიანს აინტერესებს, სად შეიძლება კოვიდ 19-ის ტესტის გაკეთება იმერეთში. რა შეთავაზებები აქვს ლაბორატორია „გენომას“ პაციენტებისთვის? - უსაფრთხოების და ხარისხის სტანდარტებზე ​MomsEdu.ge-ს&n...

შეიძლება დაინტერესდეთ

,,ორსული ადამიანი ჩვენზე მეტად ძლიერია და მან უკეთ იცის, როგორ დაიცვას საკუთარი თავიც და ნაყოფიც’’

,,ორსული ადამიანი ჩვენზე მეტად ძლიერია და მან უკეთ იცის, როგორ დაიცვას საკუთარი თავიც და ნაყოფიც’’

კორონავირუსის პანდემიად გამოცხადების შემდეგ, ორსულ ქალბატონებს განსაკუთრებული სიფთხილისკენ მოუწოდებს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია. როგორ უნდა შევუქმნათ მათ ნაკლებად სტრესული გარემო, რომ მარტივად გაუმკლადნენ პანდემიას, აღნიშნულის შესახებ ​MomsEdu.ge ფსიქოლოგ მედიკო ოქროაშვილს ესაუბრა:

„ორსულ ადამიანს ორმაგი სტრესი და პასუხისმგებლობა აქვს, რადგან მას საკუთართან ერთად, ნაყოფის ჯანმრთელობაზეც უწევს ფიქრი, ამასთან, ის ორმაგად ბრძოლისუნარიანია. სწორედ ამიტომ იშვიათი გამონაკლისის გარდა, ყველა ორსული შეძლებს ამ ვირუსთან გამკლავებას. რაც შეეხება ჩვენს პასუხისმგებლობას ორსული ადამიანის წინაშე, ვალდებულები ვართ, მოვარიდოთ ნეგატიურ განწყობას, მუდმივად არ ვესაუბროთ იმაზე რომ, მეტად ფრთხილად უნდა იყოს, არ დავძაბოთ და სტრესში არ ვამყოფოთ ამის გამო. მივანდოთ მას საკუთარი თავი, რადგან ორსული ადამიანი ჩვენზე მეტად ძლიერია და მან უკეთ იცის, როგორ დაიცვას საკუთარი თავიც და ნაყოფიც. აუცილებელია, ორსულებმა სტრესის მოხსნის მიზნით, აკეთონ სუნთქვითი ვარჯიშები, დღეში ერთხელ ცოტა ხნით მაინც გავიდნენ სუფთა ჰაერზე, უახლოეს სკვერში, ბუნებაში, სადაც თავისუფლად სუნთქვას შეძლებენ. ეს ნამდვილად დაეხმარება მათ,“- აღნიშნავს მედიკო ოქროაშვილი.

ავტორი: სოფიო შავაძე

წაიკითხეთ სრულად