Baby Bag

„ომიკრონის ერთ-ერთი თვისებაა 6 წლამდე ასაკის ბავშვებში მყეფავი ხასიათის ხველა,“- პედიატრი ივანე ჩხაიძე

„ომიკრონის ერთ-ერთი თვისებაა 6 წლამდე ასაკის ბავშვებში მყეფავი ხასიათის ხველა,“- პედიატრი ივანე ჩხაიძე

პედიატრმა ივანე ჩხაიძემ ომიკრონის ახალი სიმპტომის შესახებ ისაუბრა, რომელიც ექვს წლამდე ასაკის ბავშვებში ვლინდება და კრუპისთვის დამახასიათებელი ნიშნების მსგავსია:

​სულ რამოდენიმე დღის წინ დაემატა კიდევ განსხვავებული მყეფავი ხველა, რაც კრუპის სინდრომისთვის არის დამახასიათებელი. ესეც ომიკრონის ერთ-ერთი თვისებაა 6 წლამდე ასაკის ბავშვებში: ხველა შეცვლილი ხმის ტემბრით და მყეფავი ხასიათის ხველა, რაც კრუპს ახასიათებს. როგორც ჩანს, ომიკრონს ასევე აქვს შესაძლებლობა გამოიწვიოს კრუპის მსგავსი სიმპტომატიკა.

„საერთო ჯამში ამ ნიშნების ხანგრძლივობა არ არის დიდი, არის სამი-ოთხი დღე,“- აღნიშნულ საკითხზე ივანე ჩხაიძემ საქართველოს პირველი არხის ეთერში ისაუბრა.

წყარო: ​საქართველოს პირველი არხი

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)

„ომიკრონის შტამისთვის დამახასიათებელია 5 ძირითადი სიმპტომი...“ - ინფექციონისტი მაია ბუწაშვ...
​ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც ომიკრონის შტამისთვის დამახასიათებელ ძირითად სიმპტომებზე ისაუბრა:„​რამდენიმე ინფორმაცია ომიკრონის შტამთან დაკავშირებით (...

შეიძლება დაინტერესდეთ

„პაციენტმა, რომელსაც აქვს ომიკრონის სიმპტომატიკა და ანტიგენის სწრაფმა ტესტმა აჩვენა უარყოფითი პასუხი, პირდაპირ უნდა გაიკეთოს პისიარ კვლევა,“- გიორგი კავკასიძე

„პაციენტმა, რომელსაც აქვს ომიკრონის სიმპტომატიკა და ანტიგენის სწრაფმა ტესტმა აჩვენა უარყოფითი პასუხი, პირდაპირ უნდა გაიკეთოს პისიარ კვლევა,“- გიორგი კავკასიძე

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა გიორგი კავკასიძემ ომიკრონის შტამით ინფიცირების დიაგნოსტირების სირთულეებზე ისაუბრა:

„ზუსტად იმის გამო, რომ ომიკრონის მოლეკულაში არის ძალიან ბევრი მუტაცია, ამან გაართულა სწრაფი ტესტით დიაგნოსტიკა. შევეცდები იოლად აგიხსნათ, რაშია საქმე. სწრაფი ტესტი ანტიგენის დასადგენი ტესტია. ამ ვირუსს აქვს რამოდენიმე უბანი, სადაც სხვადასხვა გენებია განლაგებული. ანტიგენის სწრაფი ტესტები შემუშავებულია N გენის წინააღმდეგ. N გენში მომხდარი მუტაციების გამო სწრაფი ტესტები ხშირად ცდება და ვერ პოულობს ომიკრონის N გენს.“

„ამერიკის წამლის სააგენტოს რეკომენდაციაა, რომ პაციენტმა, რომელსაც აქვს ომიკრონის სიმპტომატიკა და ანტიგენის სწრაფმა ტესტმა აჩვენა უარყოფითი პასუხი,  პირდაპირ გაიკეთოს პისიარ კვლევა. პისიარ კვლევა ორ ან სამ გენს ადგენს და გაცილებით უფრო ზუსტ ინფორმაციას იძლევა,“ - აღნიშნულ საკითხზე გიორგი კავკასიძემ რადიო „ფორტუნას“ ეთერში ისაუბრა.

წყარო: ​რადიო „ფორტუნა“

წაიკითხეთ სრულად