Baby Bag

მარტივი, ძალიან გემრიელი და ჯანსაღი ნაყინის რეცეპტი, რომელიც ზუსტად 2 წუთში მზადდება

მარტივი, ძალიან გემრიელი და ჯანსაღი ნაყინის რეცეპტი, რომელიც ზუსტად 2 წუთში მზადდება

ნუცა ​MomsEdu.ge-ს  მკითხველს გთავაზობთ მარტივ, ძალიან გემრიელ და ჯანსაღ ნაყინის რეცეპტს, რომელიც მზადდება ზუსტად 2 წუთში და შემდეგ ინახება საყინულეში. შეგიძლიათ მიირთვათ დიეტაზეც, მარხვის დროსაც და ძალიან კარგია ბავშვებისთვის.

საჭირო ინგრედიენტები:

  • ბანანი
  • კენკრა (ნებისმიერი)
  • თაფლი

მომზადების წესი იხილეთ ვიდეოში👇

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, დედებისთვის შექმნა ახალი სივრცე. მოიწონეთ გვერდი მცოდნე დ​ედები

შეიძლება დაინტერესდეთ

როგორ მოვამზადოთ ინდაურის საცივი? - რეცეპტი

როგორ მოვამზადოთ ინდაურის საცივი? - რეცეპტი

ინდაურის საცივი მოსამზადებლად საჭირო ინგრედიენტები:

  • ინდაური
  • ხახვი - 400 გრ.
  • ხმელი ქინძი - 1 ს.კ.
  • უცხო სუნელი - 1 ს.კ.
  • ნიორი - 5 კბილი
  • მწარე წიწაკა - 1 ცალი
  • ყვითელი ყვავილი - 2 ს.კ.
  • ნიგოზი - 500 გრ.
  • ღვინის ძმარი
  • მარილი
მომზადების წესი:

მოხარშეთ ინდაური, მოხარშულ ინდაურს მოაყარეთ მარილი, შედგით ღუმელში და აცადეთ, სანამ კანი არ გაწითლდება. ინდაურის ბულიონს მოაშორეთ ცხიმი, ამოიღეთ დაახლოებით ერთი ჭიქა და დაასხით ტაფაზე. დაუმატეთ წვრილად დაჭრილი ხახვი და მოშუშეთ. ნიგოგზს დაუმატეთ ხმელი ქინძი, უცხო სუნელი, ზაფრანა, ნიორი, წიწაკა, ცოტა ძმარი და შეაზილეთ ერთმანეთს, რომ ნიგოზს გამოუვიდეს ცხიმი (ზეთი). (ეს ცხიმი ცალკე გადაიტანეთ პატარა ჭიქაში და შეინახეთ). მიღებულ მასას დაუმატეთ ბულიონი და გაცერით საცერში. ადუღეთ დაახლოებით 20-25 წუთი და თან ურიეთ. აღნიშნული მასა გააციეთ. ინდაური დაჭერით ნაჭრებად და ჩაალაგეთ მზა საცივში. სურვილისამებრ ზევიდან მოასხით ნიგოზის ზეთი და მოაყარეთ ბროწეულის მარცვლები.

გემრიელად მიირთვით 
წაიკითხეთ სრულად