Baby Bag

დიეტური ქათმის სალათი, რომელიც ქალების საყვარელი კერძი გახდა - მომზადება უმარტივესია

დიეტური ქათმის სალათი, რომელიც ქალების საყვარელი კერძი გახდა - მომზადება უმარტივესია

ნუცა სურგულაძე დაბალკალორიული და მარტივი კერძის - დიეტური ქათმის სალათის რეცეპტს გთავაზობთ, რომელიც საჭირო ვიტამინებითა და მიკროელემენტებითაა გაჯერებული. 

ჯანსაღი სალათა წონის კლებაში დაგეხმარებათ. 

საჭირო ინგრედიენტები:

  • ქათმის ფილე - 500 გრამი
  • ბულგარული წიწაკა - 2 ცალი ( ან რა ბოსტნეულიც გიყვართ, უმი სახით)
  • სალათის ფურცელი
  • ლიმონი
  • სტაფილო - 1 ცალი
  • ბერძნული იოგურტი ან დაბლენდერებული სქელი მაწონი
  • კამა

მომზადების წესი იხილეთ ვიდეოში👇

Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)

შეიძლება დაინტერესდეთ

როგორ დავამზადოთ სახლის პირობებში საახალწლო დეკორაციებით მორთული ულამაზესი შოკოლადები სადღესასწაულო სუფრის დასამშვენებლად?

როგორ დავამზადოთ სახლის პირობებში საახალწლო დეკორაციებით მორთული ულამაზესი შოკოლადები სადღესასწაულო სუფრის დასამშვენებლად?

კონდიტერმა მარიამ ჯოხაძემ სახლის პირობებში საახალწლო დეკორაციებით მორთული შოკოლადების დამზადების წესი გვასწავლა:

„მინდა, გასწავლოთ, როგორ დავამზადოთ ჩვენი ხელით შოკოლადის ფილა. შოკოლადი 45 გრადუსზე მუშავდება, შემდეგ უნდა ჩამოვიდეს 30 გრადუსამდე და უკვე მზად არის, რომ დავიწყოთ მომზადების პროცესი. დეკორაციები უნდა შეარჩიოთ თემატურად.“

„შოკოლადს დაფაზე რომ მოათავსებთ, ის უნდა დაიფერთხოს, რომ ჰაერი გამოვიდეს. მორთეთ თქვენი გემოვნებით. რძიან შოკოლადზე ყველაფერი არის ძალიან ლამაზი. არ დააჭიროთ დეკორაციას ხელი, როდესაც შოკოლადში დებთ. შემდეგ ფილას ვათავსებთ მაცივარში, რათა 15-20 წუთით დამუშავდეს. როდესაც გამზადდება, მთელი დღის განმავლობაში ოთახის ტემპერატურაზე უნდა იყოს. შოკოლადი საყინულეში არ უნდა მოთავსდეს,“- საახალწლო დეკორაციებით მორთული შოკოლადების მომზადების შესახებ მარიამ ჯოხაძემ ტელეკომპანია POSTV-ის გადაცემაში „დღის პოსტი“ ისაუბრა.

წყარო:​ „დღის პოსტი“

წაიკითხეთ სრულად