Baby Bag

ხაჭოს ნამცხვარი - საუკეთესო „სასუსნავი“ თქვენი შვილებისთვის

ხაჭოს ნამცხვარი - საუკეთესო „სასუსნავი“ თქვენი შვილებისთვის

​უგემრიელესი და მარტივი ხაჭოს ნამცხვრის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

  • ხაჭო - 500 გრ.
  • არაჟანი - 400 გრ.
  • კვერცხის გული - 6 ცალი
  • შაქარი - 2,5 ჭიქა
  • ფქვილი - 6 ჭიქა (ან მეტი)
  • გამაფხვიერებელი - 1 ჩ.კ 
  • მწიკვი მარილი
  • ვანილი


მომზადების წესი კი საკმაოდ მარტივია:

ხაჭო, არაჟანი და შაქარი (ზემოთ მითითებული დოზებით) დავუმატოთ ერთმანეთს. ნელ-ნელა შევურიოთ კვერცხის გულები. კარგად ავურიოთ და მიღებულ მასას დავუმატოთ ვანილი, გამაფხვიერებელი, მწიკვი მარილი და ფქვილი. 

ცომი მაცივარში უნდა შედგათ დაახლოებით 40-45 წუთი. შემდეგ გამოიღეთ, გააკეთეთ ცომისგან სასურველი ფორმები და შედგით წინასწარ გახურებულ ღუმელში. ღუმელი დააყენეთ 130 გრადუსზე და აცხვეთ 30 წუთის განმავლობაში, სანამ ზედაპირი არ მოიბრაწება. 

გემრიელად მიირთვით 😊


შეიძლება დაინტერესდეთ

სულ 3 ინგრედიენტი და 15 წუთი დაგჭირდებათ - საკარანტინო პიცა სალომე გოგიაშვილისგან

სულ 3 ინგრედიენტი და 15 წუთი დაგჭირდებათ - საკარანტინო პიცა სალომე გოგიაშვილისგან

საკარანტინო პიცა, რომელსაც სალომე გოგიაშვილი გვთავაზობს საკმაოდ მარტივი და სწრაფი მოსამზადებელია. 

პიცა სამი ინგრედიენტისგან შედგება:

  • პური
  • ყველი
  • პომიდორი

მომზადების წესი იხილეთ ვიდეოში👇



წაიკითხეთ სრულად