უგემრიელესი და მარტივი ხაჭოს ნამცხვრის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:
- ხაჭო - 500 გრ.
- არაჟანი - 400 გრ.
- კვერცხის გული - 6 ცალი
- შაქარი - 2,5 ჭიქა
- ფქვილი - 6 ჭიქა (ან მეტი)
- გამაფხვიერებელი - 1 ჩ.კ
- მწიკვი მარილი
- ვანილი
მომზადების წესი კი საკმაოდ მარტივია:
ხაჭო, არაჟანი და შაქარი (ზემოთ მითითებული დოზებით) დავუმატოთ ერთმანეთს. ნელ-ნელა შევურიოთ კვერცხის გულები. კარგად ავურიოთ და მიღებულ მასას დავუმატოთ ვანილი, გამაფხვიერებელი, მწიკვი მარილი და ფქვილი.
ცომი მაცივარში უნდა შედგათ დაახლოებით 40-45 წუთი. შემდეგ გამოიღეთ, გააკეთეთ ცომისგან სასურველი ფორმები და შედგით წინასწარ გახურებულ ღუმელში. ღუმელი დააყენეთ 130 გრადუსზე და აცხვეთ 30 წუთის განმავლობაში, სანამ ზედაპირი არ მოიბრაწება.
გემრიელად მიირთვით 😊